ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო, შესაბამისად, მოთხოვნა შავიზღვისპირეთის ქართულ კურორტებზე გაიზრდება.
"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ რა ღირს საქართველოს ზღვისპირა კურორტზე მდებარე ძვირადღირებულ სასტუმროებში ერთი ღამის გატარება.
HILTON
"ჰილტონი" ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ბათუმში მდებარეობს და 99 ნომერს მოიცავს. აღნიშნულ სასტუმროში დასვენება სეზონების მიხედვით განსხვავდება - ზაფხულში ძვირია, ზამთარში კი შედარებით იაფი. მაგალითად, ივნისში ორ ადამიანს „ჰილტონში“ დასვენება სტანდარტულ ნომერში მინიმუმ 350 ლარი დაუჯდება. ივლის-აგვისტოში კი ფასი უფრო იზრდება.
COLOSSEUM MARINA HOTEL
Colosseum Marina Hotel-ი ბათუმში მდებარეობს. Booking-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ივნისში მომხმარებლებს სტანდარტულ ნომერს 409 ლარიდან სთავაზობს. სასტუმრო ყველაზე მეტ სტუმარს ზაფხულში იღებს, შესაბამისად, ფასებიც დამსვენებლებისა და მომსახურების მიხედვით იზრდება...წაიკითხეთ სრულად