ავტორი:

ყაზბეგში დაღუპულთა ვინაობა ცნობილია - კადრები ტრაგედიის ადგილიდან

ყაზბეგში დაღუპულთა ვინაობა ცნობილია - კადრები ტრაგედიის ადგილიდან

ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი სამი ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. გარდაცვლილები არიან პილოტი - ილო ბაიდაშვილი, პილოტის დამხმარე კოტე საცერაძე და სასტუმროს თანამშრომელი თორნიკე მოსიაშვილი.

ნახეთ ვიდეო: რა ვიცით პილოტზე, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდნილ ვერტმფრენს მართავდა და რას ამბობენ მის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, პილოტი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სამხედრო მფრინავი გახლდათ, მას სატრანსპოტო Ми-8-ზე და საბრძოლო Ми-24 ტიპის შვეულმფრენებზე ფრენის დიდი გამოცდილება ჰქონდა.

ილიკო ბაიდაშვილი 45 წლის იყო, მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 2 წლისაა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

"დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი - ე.წ. "ყანების ტერიტორიაზე", დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის"ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა", - აღნიშნავენ უწყებაში.

ჩემი ინფორმაციით, ვერტმფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია „ავიატორის“ წარმომადგენელმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ვერტმფრენს ბოლო გეგმური ტექნიკური მომსახურება მიმდინარე წლის 22 მაისს ჩაუტარდა.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ეკიპაჟის წევრები: მფრინავი, კომპანია „ავიატორის“ თანამშრომელი და სასტუმრო „რუმსის“ თანამშრომელი.

„კომპანია „ავიატორის“ კუთვნილმა ვერტმფრენმა BELL-505 კატასტროფა დაბა ყაზბეგში განიცადა. ვერტმფრენს მუდმივად უტარდებოდა ტექნიკური მომსახურება და მუდმივად იმყოფებოდა მონიტორინგის ქვეშ. ბოლოს გეგმური ტექნიკური მომსახურება ჩაუტარდა 22 მაისს. ვერტმფრენს მართავდა ძალიან მაღალი კლასის მფრინავი. ჩვენთვისაც უცნობია, რამ გამოიწვია ეს შემთხვევა. ამას ალბათ, გამოძიების შედეგად გაეცემა პასუხი. ვერტმფრენი აფრინდა ანგარიდან, სადაც იგი ბაზირებული იყო და მიფრინავდა სასტუმრო „რუმსის“ მიმართულებით. ჩემი ინფორმაციით, ვერტმფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა,“ - განაცხადა კომპანია „ავიატორის“ წარმომადგენელმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ