ავტორი:

"მშობლები განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ, თითქოს რაღაცის შიში ჰქონდათ" - სვანეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილ ბიჭებს გლოვობენ

"მშობლები განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ, თითქოს რაღაცის შიში ჰქონდათ" - სვანეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილ ბიჭებს გლოვობენ

მესტიის სოფელ ბეჩოში 7 ივნისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, მდინარეში გადავარდა. მაშველებმა ცხედრები რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

გარდაცვლილები არიან 23 წლის ვაჟიკო ჟორჟოლიანი და 24 წლის ამო გვიდანი. ორივე მათგანი მულახის თემში, სოფელ არცხელში ცხოვრობდა. ვაჯიკოს ორსული მეუღლე დარჩა. ტრაგედია იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდები ბეჩოში ამო გვიდანის საცოლის სანახავად იყვნენ წასულები.

AMBEBI.GE გარდაცვლილების მეგობარს ესაუბრა:

"ძალიან მოსიყვარულე, კეთილი, მორიდებული, მეგობრული ადამიანები იყვნენ... სულ იღიმოდნენ მაგრამ, მათ თვალებში რაღაც განსაკუთრებული სევდა იგრძნობოდა. გამორჩეული ოჯახის შვილები იყვნენ. ყველასაგან გამორჩეული პიროვნებები როგორც საქციელით, ისევე ვიზუალურად. მთაში მეგობრებთან ერთად გართობა უყვარდათ. ფაქტობრივად, მათ მთელი სვანეთი იცნობდა. ის, რაც ახლა სვანეთში ხდება, ვერ აღვწერ. ყველა ტირის ქალი, კაცი... ტრაგედია ტრიალებს. ვაჟიკო ერთი წლის წინ დაოჯახდა. ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე ოჯახი ჰქონდა. ორსული მეუღლე დარჩა. ახლა უწევს მშობიარობა, თბილისშია ამის გამო წასული. ეს საშინელი ამბავი იქ გაიგო.

ვაჟიკო ჟორჟოლიანი მეუღლესთან ერთად

როგორც ვიცი ბეჩოდან ბრუნდებოდნენ, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა. კლდეზე გამავალ ბილიკზე, უკუნით ღამეში ძლიერი წვიმის და დაბალი ხილვადობის გამო მძღოლმა მოსახვევი ვერ დაინახა და პირდაპირ მდინარეში გადავარდა. იმ ღამიდან მოყოლებული მშობლებმა მათი ძებნა დაიწყეს, რადგან ტელეფონზე უკვე ვეღარ უკავშირდებოდნენ. მეორე დღეს, შუადღისკენ გაიგეს, რაც მოხდა. ის, რომ ბიჭები მდინარეში გადაიჩეხნენ, პირველებმა ბეჩოში მაცხოვრებლებმა შეიტყვეს. მანქანის სანომრე ნიშანი გადავარდნის ადგილას ეგდო და სწორედ ამით მიხვდნენ. როდესაც მაშველებმა ცხედრები წყლიდან ამოიყვანეს, იქ ბიჭების ძმები იყვნენ მისული. საშინელება ტრიალებდა.... მათ დედებს ძლივს ასულიერებენ... მთელი სვანეთი გლოვობს. ამ ბავშვებს მშობლები განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ, თითქოს რაღაცის შიში ჰქონდათ."

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ