ავტორი:

რა რეაქცია ჰქონდა ლედი გაგას, როცა ფანებმა ბრედლი კუპერის შესახებ კითხვებით შეაწუხეს

რა რეაქცია ჰქონდა ლედი გაგას, როცა ფანებმა ბრედლი კუპერის შესახებ კითხვებით შეაწუხეს

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა ფანებს განურისხდა იმის გამო, რომ მათ მსახიობ ბრედლი კუპერის შესახებ შეკითხვებით შეაწუხეს.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ კუპერი და სუპერმოდელი ირინა შეიკი დაშორდნენ. მედიაში და სკანდალის მოყვარულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვები, რომ ეს შესაძლოა ლედი გაგასთან დაკავშირებული ისტორიის გაგრძელებაა.

ინციდენტი ლოს ანჯელესში მოხდა, სადაც მომღერალი კონცერტს მართავდა. გამოცემა იუწყება, რომ კონცერტზე მისული მსმენელები შეუჩერებლად უყვიროდნენ მომღერალს, სად იყო ბრედლი კუპერი. ვიდრე ლედი გაგა მსახიობთან ერთად შესრულებული ცნობილი ჰიტის Shallow-ს შესრულებას დაიწყებდა, განრისხებულმა, უხამსი სიტყვებით მიმართა მსმენელს: "one more thing, be kind or f**k off" ("კიდევ ერთი: ან კარგად მოიქეცით, ან დაახვიეთ").

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ლედი გაგა დაშორდა საქმროს კრისტიან კარინოს, რომელზეც ორი წელი იყო დანიშნული. გასულ კვირას კი ირინა შეიკი გადავიდა იმ სახლიდან, სადაც ბოლო წლების განმავლობაში კუპერთან ერთად ცხოვრობდა. მოდელს და მსახიობს ორი წლის ქალიშვილი ჰყავთ.

როგორც ჩანს, ირინა შეიკმა დაშორება მარტივად გადაიტანა, მან ცოტა ხნის წინ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც ისლანდიაში, ფოტოსესიაზეა გადაღებული.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს