ავტორი:

Startup Camp Youth Tbilisi 2019-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

Startup Camp Youth Tbilisi 2019-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

Georgia’s Youth Entrepreneurs-ის და „ევროპული სკოლის“ ორგანიზებით, Startup camp Youth Tbilisi 2019 გაიმართა. სამი დღის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები მუშაობდნენ სტარტაპ იდეების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. მათ მენტორობას უწევდნენ გამოცდილი სპეციალისტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროებიდან. გუნდებმა საკუთარი პროექტები ჟიურის წევრებს წარუდგინეს.

9 ივნისს Startup Camp Youth Tbilisi 2019-ის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. პირველი ადგილი (1000ლარი) მოიპოვა RoboKit- მა, ინოვაციურმა სტარტაპ იდეამ რომელზეც მუშაობდნენ ამერიკული აკადემიის მოსწავლეები: შალვა ბეგიაშვილი, სოფიო ჩიხლაძე, და თეკლე ხმიდიაშვილი.

მეორე ადგილი (500ლარი) გადაეცა AutoTech-ს, რომელზეც მუშაობდნენ ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები: აფაქ მირვაკილი, ასმა კაფაშიანი, ალი პაზირეი, არიან ზუგჰი და ზეინეფ გურფინარი.

მესამე ადგილოსანი გახდა HTS:Help To See-მ, რომელზეც მუშაობდნენ სკოლა xxi საუკუნის მოსწავლეები: ლევან ღვინერია, ლუკა თოდუა, ნიკა ტუსკია, ალექსანდრა ლომინაძე, ლიზა ჩანტლაძე, ქეთევან ჯანიაშვილი და კესო ციცქიშვილი. ხოლო leadership award-ი გადაეცა სამი ჯგუფის ლიდერს, ესენი არიან: ნიუშა ბიგლარი, ლევან გოგრიჭიანი და ელვინა მამედოვა.

Startup camp-ის მიზანია მოზარდებში მეწარმეობის უნარების განვითარების ხელშეწყობა და „სტარტაპ ქემფის“ კულტურის შემოღება საქართველოში. Startup camp-ის პარტნიორები არიან: „ეკობინა“, „მომავლის ლაბორატორია“, „ფაბ-ლაბი“,„ევროპული სკოლა,“ „ბრითიშ ქოუნსილ ჯორჯია,“ „ინგლისური წიგნები საქართველო“ და „ბრიტანეთის საბჭო.“

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ