ავტორი:

ზურა ხაჩიძე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა - "სიმღერას დროებით დავემშვიდობები"

ზურა ხაჩიძე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა - "სიმღერას დროებით დავემშვიდობები"

მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა. "სამხრეთის კარიბჭის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყოფილმა "ქუჩის ბიჭმა" AMBEBI.GE-ს დაუდასტურა.

"ნამდვილად დავინიშნე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილედ. ვიმუშავებ ტურიზმის, კულტურის და საგანმანათლებლო მიმართულებებით. ეს შემოთავაზება იყო თავად გუბერნატორისგან, ასევე რეგიონალური განვითარების სამსახურისგან. ერთი კვირა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბატონ სოზარ სუბართან და ბესიკ ამირანაშვილთან, დღეს მოეწერა ბრძანებას ხელი", - აღნიშნა ხაჩიძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

- რა შედის თქვენს მოვალეობებში?

- ჩემი ძირითადი მოვალეობა იქნება, გუბერნატორის დაგეგმილ პროექტებში მივიღო მონაწილეობა. შევუერთდები ყველა იმ პროექტს, რომელიც დაგეგმილი აქვს მთავრობას რეგიონის განვითარებისთვის. მეც მექნება პროექტები, მეტად რომ გამოცოცხლდეს ეს რეგიონი, დიდი ტურისტული პოტენციალი გვაქვს.

- ხალხი იტყვის, რომ ხელისუფლებამ მხარდაჭერა ამ თანამდებობით დაგიფასათ, რას იტყვით?

- მე ასე ვიტყვი: წლებია ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ და რატომ აქამდე არ შემომთავაზე? სამცხე-ჯავახეთის მხარეს დასჭირდა ჩემი დახმარება, ესაა ჩემი მხარე და მეც სიამოვნებით დავთანხმდი.

- სიმღერას ვეღარ გააგრძელებთ?

- სიმღერას დროებით დავემშვიდობები. თუ ჩატარდება დიდი, ნოსტალგიური ღონისძიებები, ამ შემთხვევაში არ ვარ შეზღუდული.

ხაჩიძე მხარის რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება. შეგახსენებთ, ზურა ხაჩიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო "პატრიოტთა ალიანსიდან".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ