ავტორი:

„არ ვიცი, რაინდი ვინ არის, მაგრამ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, რეაგირება იქნება მკაცრი" - ნათია მეზვრიშვილი

„არ ვიცი, რაინდი ვინ არის, მაგრამ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, რეაგირება იქნება მკაცრი" - ნათია მეზვრიშვილი

"არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ვასაძის განცხადებაზე უკვე მოახდინა რეაგირება - დღეს დილით გამოძიება უკანონო ფორმირების მუხლით დავიწყეთ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, იმუნიტეტით ამ ქვეყანაში ვერავინ ისარგებლებს, მით უმეტეს, როდესაც ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას.

„როგორც წესი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დარღვევებზე აქვს ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც კანონს არღვევენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო უწყებების მსგავსი ფუნქციებით რაიმე ტიპის ე.წ. ფორმირებების და წარმონაქმნების შექმნის ნებისმიერი მცდელობა, ისევე, როგორც ამ ტიპის ფორმირებების ხელმძღვანელობა და მათში გაწევრიანება, ისჯება კანონით და მეტიც, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე უკვე მოახდინა რეაგირება - დღეს დილით გამოძიება დავიწყეთ უკანონო ფორმირების მუხლით.

სამინისტრო ჩაატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, შეფასდება კონკრეტული პირის და პირების ქმედებები და ამას მიეცემა სათანადო სამართლებრივი შეფასება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა. სანამ ადამიანები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებს განახორციელებენ ნებისმიერი ჯგუფის მიმართ, სამინისტროს ექნება ადეკვატური რეაგირება.

გამოძიების შედეგები გონივრულ ვადებში უნდა ვიხილოთ, რაც ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებას სჭირდება, ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და ამას შესაბამისი დრო სჭირდება", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ის გამოეხმაურა ვასაძის განცხადებას პოლიციის კორდონების გარღვევასთან დაკავშირებითაც.

„არ ვიცი, რაინდი ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი. ბუნებრივია, ვერავინ გაარღვევს პოლიციის კორდონებს, ვერავინ იძალადებს პოლიციელებზე. თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნება, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება", -აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ.

"გვექნება ლეგიონი, იქნება ქალაქის პატრულირება და თუ ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, აუცილებლად გავარღვევთ. ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც თან გვქნება და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან", - განაცხადა ვასაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ