ავტორი:

"სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს" - მეუფე პეტრე

"სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს" - მეუფე პეტრე

სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს - ამის შესახებ მეუფე პეტრემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ლგბტ თემის მიმართ გამოთქმულ მუქარის შემცველ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ჯერ კიდევ 80-იან წლებში ეკლესიაში სოდომური ცოდვის პრობლემებზე ზვიად გამსახურდია წერდა, თუმცა ეკლესიამ ბრძოლას თავი აარიდა.

​„წამახალისებელია ამ მოვლენების ის ფაქტი, რომ ეკლესიამ თავის წიაღში არ გამოუცხადა ბრძოლა, მიუხედავად, ჯერ კიდევ 80-იან წლებში, ეროვნული ლიდერის, პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას წერილისა და მისი მოწოდებისა, რომ ეკლესიის წიაღში არის პრობლემები და სოდომური ცოდვის წინააღმდეგ შიგნით უნდა დაწყებულიყო ბრძოლა. დღესაც ვფიქრობ არ არის დაგვიანებული და ადამიანები, საერონი თუ სასულიერონი, რომლებიც გამოდიან თითქოს უკომპრომისოდ ებრძვიან უზნეობას, უწმინდურობას, პიდარასტიას, მამათმავლობის პროპაგანდას და უღმერთოებას ეს ადამიანები ამავე დროს არიან კომპრომისულ დამოკიდებულებაში ეკლესიის შიგნით წიაღში და არიან კომფორმისტები. აქედან გამომდინარე მათი სანდოობა არ არის მაღალი ხარისხის,“-ამბობს მეუფე პეტრე.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ ვერის ბაღში განაცხადა, რომ თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ.

„გვექნება ლეგიონი, იქნება ქალაქის პატრულირება და თუ ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, აუცილებლად გავარღვევთ. ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც თან გვქნება და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან სადაც ისინი იქნებიან", - განაცხადა ვასაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი