ავტორი:

სანამ ბინის ყიდვას გადაწყვეტთ - 5 რამ, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს კორპუსს

სანამ ბინის ყიდვას გადაწყვეტთ - 5 რამ, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს კორპუსს

საქართველოში სამშენებლო ბიზნესი სწრაფად ვითარდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით (განსაკუთრებით, დედაქალაქში) ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს. გასული წლის მონაცემებით, მშენებლობაზე 10204 ნებართვა გაიცა, აქედან თითქმის ნახევარი თბილისში მდებარეობს.

მშენებლობების უმეტესი ნაწილი საცხოვრებელი კომპლექსებია. თხელი კედლები, უხარისხო მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯარა, არასწორად გაკეთებული გაყვანილობა, მშენებლობის ვადის გადაცილება – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ახალაშენებულ კორპუსებში ხშირად ვაწყდებით.

სამშენებლო კომპანიების ნაწილი საერთაშორისო სტანდარტებს მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს, ზოგი კეთილსინდისიერი კომპანია კი დამატებით სარგებელსაც იძლევა უმაღლესი ხარისხის მასალებითა და სხვადასხვა სერვისის სახით.

არის სტანდარტები, რომლებსაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს კორპუსი, თუ გინდათ, რომ იქ ცხოვრება უსაფრთხო, საიმედო და სასიამოვნო იყოს.

1. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა

შეარჩიეთ კორპუსი, რომელიც მოპირკეთებულია ცეცხლგამძლე მასალებით, აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით და აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს. გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე და უსაფრთხო კორპუსები, რომლებსაც ყველაზე დიდი და სანდო სამშენებლო კომპანიები აშენებენ, აღჭურვილია შეუბოლავი კიბის უჯრედებით. შენობის მთელ პერიმეტრზე კი მოწყობილია საშხეფი სისტემა, რომელიც ხანძრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩაირთვება.

2. ხანძრისა და გაზის აღმომჩენი ელექტრო დეტექტორები

ბოლო პერიოდში გაზის გაჟონვის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. მათი დიდი ნაწილი სწორედ ახალაშენებულ კორპუსში მოხდა. იმისათვის, რომ უბედური შემთხვევა თავიდან აირიდოთ, კორპუსში აუცილებლად უნდა იყოს დამონტაჟებული ხანძრისა და გაზის აღმომჩენი დეტექტორები. ასეთივე დეტექტორები იქნება დამონტაჟებული Retro Construction-ის ახალ კორპუსში, „რეტრო დადიანში“. ისინი თანამედროვე ნახევარგამტარი სენსორების საშუალებით აფიქსირებს ბუნებრივი თუ მხუთავი აირის დაგროვებას და მანამ გვაგებინებს საფრთხის შესახებ, სანამ აირის კონცენტრაცია სიცოცხლისთვის საშიში გახდება. ბევრ ქვეყანაში დეტექტორის დამონტაჟება სავალდებულოც კია უბედური შემთხვევის თავიდან ასარიდებლად.

3. კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა

როცა არც თუ ისე მცირე თანხას იხდით ბინაში, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ბინა ნამდვილად შეესაბამება თქვენ მიერ გაღებულ ფინანსებს. კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა კი ხარისხისა და ფასის შესაბამისობის ერთ–ერთი მთავარი მაჩვენებელია.

უმჯობესია, კორპუსი ნატურალური ქვით იყოს მოპირკეთებული. მაგალითად, სამშენებლო კომპანიის Retro Construction-ის ახალი პროექტი, „რეტრო დადიანი“ კორპუსის ნატურალური ქვით, ბაზალტით მოპიკეთებას ითვალისწინებს, რაც მას მიმზიდველ ვიზუალსაც სძენს და უსაფრთხოების გარანტიცაა.

უსაფრთხოებასთან ერთად, ქალაქის ერთ–ერთი მთავარი პრობლემა ჰაერის დაბინძურებაა, დაბინძურებული ჰაერი კი მძიმე ნივთიერებების გამო დაბალ სიმაღლეზე იყრის თავს, რომლის მაჩვენებელიც იმდენად მაღალია, რომ სკვერებშიც კი ვერ იგრძნობთ თავს უსაფრთხოდ. ამიტომ საცხოვრებელ ადგილს სადაც, ცხოვრებას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია ჰქონეს, სწორად გამოყოფილი სარეკრეაციო ზონები. ამის კარგი მაგალითია „რეტრო დადიანი“ რომელიც სახურავზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ითვალისწინებს. 400 კმ/მ ფართობის მქონე „მწვანე სახურავი“ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს.

4. ადგილი ვენტილაციისა და გათბობის დანადგარებისთვის

აუცილებად შეარჩიეთ ის სამშენებლო კომპანია, რომელსაც საცხოვრებელი სახლის პროექტში გათვალისწინებული აქვს ადგილები ვენტილაციისა და გათბობის დანადგარებისთვის. თქვენივე უსაფრთხოებისთვის სასურველია, ისინი ღია სივრცეში, მაგალითად, აივანზე იყოს დამონტაჟებული და არა სახლში.

აღნიშნული დანადგარები თანამედროვე პროექტებში ფასადის ძირითად კედელსა და აივნის დეკორატიულ კედელს შორის თავსდება. შედეგად, თქვენც უსაფრთხოდ გრძნობთ თავს და კორპუსის იერსახეც არ ზიანდება.

5. დაცვისა და დასუფთავების სერვისი

ახალაშენებულ კორპუსში შესახლების შემდეგ ძალიან ბევრი პრობლემა იჩენს თავს. მათ შორის, დაცვისა და დასუფთავების სერვისის საჭიროება. ასე რომ, უმჯობესია, ისეთ სამშენებლო კომპანიაზე შეაჩეროთ არჩევანი, რომელიც არნიშნულ სერვისს თავად გთავაზობთ. მაგალითად, Retro Construction-ის ახალი პროექტი, „რეტრო დადიანი“, რომელიც ცოტნე დადიანის № 71–ში მდებარეობს, 24–საათიან დაცვას, შვეიცარის მომსახურებასა და დასუფთავების სერვისს ითვალისწინებს, რაც ახალ სახლში თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გაგრძნობინებთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ