ავტორი:

გაიცანით სენაკელი მოსწავლეები, რომლებმაც მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო გამოიგონეს

გაიცანით სენაკელი მოსწავლეები, რომლებმაც მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო გამოიგონეს

სენაკში, მოსწავლეების მიერ გამოგონებული მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო დამონტაჟდა. მისი მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება იქ მიმდინარე გეოლოგიური პროცესების მუდმივი კონტროლი და მეწყერის საშიშროების შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიღება. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა აღნიშნული მოწყობილობა ორი წლის წინ, 2017 წელს გამოიგონეს.

მათ მიერ შეიქმნა ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფი "სტემი", რომელსაც უტა კილასონია ხელმძღვანელობს. მოწყობილობა ხუთმა მოსწავლემ სწორედ მისი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის დახმარებით შექმნა.

როგორც AMBEBI.GE-ს გამოგონებულთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ლიკა კოკაიამ უთხრა, იდეა მათი სკოლის წინ ჩამოწოლილმა მეწყერმა განაპირობა.

"გუნდში სულ ხუთნი ვართ, ერთი ბიჭი და ოთხი გოგო. ჯგუფის წევრები არიან დეა ჩიტაია, გვანცა ჩიქოვანი, ნათია შამათავა და ალექსი ტყებუჩავა. ჩვენი მენტორები კი უტა კილასონია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი დავით სონღულაშვილი არიან. ეს არის შეტყობინება მეწყერსაშიში ადგილებისთვის, რომლის მიზანია წინასწარ გავიგოთ მეწყრის მოახლოება და მის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომები მივიღოთ.

პროექტზე მუშაობა ორი წლის წინ დავიწყეთ, სულ ოთხი თვე ვმუშაობდით. შემდეგ მივიღეთ მონაწილეობა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსზე, სადაც გავიმარჯვეთ და აშშ-ში NASA-ს ლაბორატორიაში გავემგზავრეთ. ამის შემდეგ პროექტი ტექნოპარკმა დააფინასა, სენაკის მერიამ ტექნიკური დახმარება გაგვიწია და დღეს დავამონტაჟეთ. დაყენებლული გვაქვს ჰოლის სენსორი და მაგნიტები, რომლებიც მეწყერის მოახლოებას გრძნობს და მოსახლეობასთან შეტყობინებას აგზავნიან. ეს ხდება მაშნვე, როდესაც რხევები იწყება, რომ მოსახელობამ რეაგირება მოასწროს.

როგორც კი კონკურსი გამოცხადდა, დავიწყეთ ფიქრი თუ რა უნდა გაგვეკეთებინა, გაგვახსენდა, რომ ჩვენი სკოლის წინ ჩამოწვა მეწყერი და წინა შესასვლელი გზა გადაკეტა, ამის გამო უმცროსი კლასის მოსწავლეებს უკანა შესასვლელიდან უწევდათ შესვლა. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს ხელსაწყო დაგვემონტაჟებინა. სხვა პროექტებზეც ვგეგმავთ მუშაობას...", - ამბობს კოკაია.

მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო მოსწავლეეებმა მენტორთან უტა კილასონიასტან და მერიის თანამშრომლებთან ერთად სენაკში, ფოცხოს თემში ოთხ ლოკაციაზე დაამონტაჟეს.

აღნიშნული პროექტი მოსწავლეებმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში "გეოლოგიური საფრთხეები" 2017 წელს გამარჯვება მოიპოვეს და NASA-ს ლაბორატორიაში გაემგზავრნენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ