ავტორი:

"ისტორია გაგასამართლებთ ამისთვის!" - პარლამენტში რუსი დეპუტატის გამოჩენას "ფეისბუქში" უმწვავესი გამოხმაურება მოჰყვა

"ისტორია გაგასამართლებთ ამისთვის!" - პარლამენტში რუსი დეპუტატის გამოჩენას "ფეისბუქში" უმწვავესი გამოხმაურება მოჰყვა

დღეს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია. სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გამოჩენას სოციალურ ქსელებში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა:

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

ქვეყანას ვკარგავთ, ჩვენი ნებით და ერთეული ადამიანების კომერციული მიზნების გამო.

გოგი გვახარია, კინოკრიტიკოსი:

ისტორია გაგასამართლებთ ამისთვის!

ხვდებით, ალბათ, რომ მთელი ეს "კომბლეები" გადაფარვა იყო. ამ ხელისუფლების თაყვანისმცემელი ფრენდები თუ მყავს (და ხელისუფლების წარმომადგენლებიც)... იმედია, სასწრაფოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას. თორემ "9 წელი" მონაგონი იქნება. ყოველდღე შეგახსენებთ, რომ ამაზე ხმა არ ამოიღეთ.

დეკანოზი თამაზ ლომიძე:

ახლა თუ მაინც ვხვდებით, სინამდვილეში რის გადასაფარად ატეხეს რაინდებმა ერთი ალიაქოთი? აი, ამ სირცხვილის დანახვით რომ ირყვნება გმირი ანწუხელიძის ქვეყანა, ვერცერთი პარადი ვერ იზამს უარესს. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ზის რუსი კომუნისტი დეპუტატი გავრილოვი, რომელიც ღიად აღიარებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს საქართველოს გარეშე და ოკუპანტის ენაზე მიჰყავს სხდომა მართლმადიდებლობის შესახებ. P.S. აბა, დღეიდან თუ იპოვით რაინდს სადმე?

ამის ჩამდენი და გამმართლებელი ზის დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

დავით ზურაბიშვილი:

ყველანაირი ხელისუფლება მახსოვს:

ამაზე ავტორიტარულიც. მთლად ტოტალიტარულიც. ამაზე პატრიოტულიც.ამაზე კოსმოპოლიტურიც.ამაზე მოძალადეც. ამაზე მობალანსეც. ამაზე პრორუსულიც. ამაზე პროდასავლურიც. ამაზე ოდიოზურიც. ამაზე პარანოიდულიც. ამაზე ბებრულიც. ამაზე ახალგაზრდულიც.

აი, რანაირი არ მახსოვს და ამაზე უფრო უთავმოყვარეო და უღირსებო.

ქვეყნის მართვის და პოლიტიკის წარმართვის რომ არაფერი გაეგებათ და შვიდი წელი ფაქტობრივად ავტოპილოტზე ვართ, ეს კიდევ ცალკე ამბავია.

თეონა ცხომელიძე, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი:

ცუდ სიზმარში მგონია თავი... პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი კომუნისტი დეპუტატი ზის და ოკუპანტის ენაზე მოგვმართავს... პირველი მომხსენებელიც რუსი დეპუტატია. ძალიან მძიმე საყურებელი და სასმენია. თქვენ მეტროში დაერიეთ პატარა გოგო-ბიჭებს საყურეების გამო, შემთხვევით ქართველობა არ წაგართვან... ფუ!

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:

ზდრავსტვუიტე! სოხუმის და ცხინვალის დამოუკიდებლობა ხომ აღიარა, ახლა ვერ წამოიჭიმა საქართველოს პარლამეტში სპიკერის სავარძელზე, თუ რა? კინო არაა, ნამდვილია.

"ვიღაცამ გამოიწერა და ჰგონია ამით გადაურჩება კორონას..." - რა გადაიღო თბილისში თვითმხილველმა

"ჩემი სამივე შვილი ჩვეულებრივად განაგრძობს სკოლაში და ბაღში სიარულს" - რას წერს ამირან გამყრელიძის ვაჟი "ფეისბუქში"

რა ხდებოდა "ფეისბუქზე", როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ფოტოები, შარჟები და ცნობილების პოსტები