ავტორი:

გიგა ოთხოზორიას დედა გავრილოვთან დაკავშირებულ მოვლენებზე - "ლამის გული გამისკდეს..."

გიგა ოთხოზორიას დედა გავრილოვთან დაკავშირებულ მოვლენებზე - "ლამის გული გამისკდეს..."

ლამის გული გამისკდეს, როგორ შევხედო ჩემი შვილის სურათს არ ვიცი, - ასე ეხმაურება გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია დღეს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნას. როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მთავრობის დღევანდელმა საქციელმა ის შეძრა.

„მე გიგა ოთხოზორიას დედა რომც არ ვიყო, უკიდურესად მიუღებელია, ოკუპაციის პირობებში, რუსეთის დუმის დეპუტატების ხილვა საქართველოში და ქვეყნის პარლამენტში. რა პასუხს გასცემენ იმ დედებს, რომლებსაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს შვილები დაეღუპათ. მე არასოდეს არ დამიფიქსირებია ჩემი აზრი ხმამაღლა, მაგრამ ის რაც დღეს მთავრობამ გააკეთა, მიუღებელია. ახლა ამბობენ, რომ რუსი დეპუტატების ჩამოსვლა მათთან შენთანხმებული არ იყო, აბა ვის ჰკითხეს, უბრალო მოქალაქეს? დღეს მათი საქციელით მთელი ქვეყანა შეძრულია. ლამის გული გამიჩერდეს, არ ვიცი ჩემი შვილის სურათს როგორ შევხედო", - ამბობს გიგა ოთხოზორიას დედა.

გიგა ოთხოზორია 2016 წელს ხურჩაში, აფხაზი ე.წ. მესაზღვრის ტყვიამ იმსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ