ავტორი:

პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თავდაპირველად სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა მოგვიანებით ნება დართეს, რომ მოძრაობა გადაეკეტათ.

ადგილზე შეკრებილებს ამ წუთებში პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები სიტყვით მიმართავენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა დაუყოვნებლივ დატოვონ საქართველოს ტერიტორია და მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადონ საქართველოს მოსახლეობის წინაშე.

შეკრებილებს ამ წუთებში სიტყვით მიმართავს მალხაზ მაჩალიკაშვილი. მისი თქმით, დღეს ყველამ ნახა, თუ ვინ დგას დღეს ქვეყნის სათავეში.

„მთავრობა ციხეში, ყველა ციხეში, იქ არის მათი ადგილი", -აცხადებს მაჩალიკაშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი