ავტორი:

პოლიციელები აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს წყალს ურიგებენ

პოლიციელები აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს წყალს ურიგებენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელები აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს წყალს ურიგებენ. ადგილზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.

აქციის მონაწილეები კვლავ ცდილობენ საქართველოს პარლამენტში შეჭრას, თუმცა ამის უფლებას პოლიცია არ აძლევთ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს აღჭურვილობები დაუმტვრიეს. ამის პარალელურად ერთ ერთი მოქალაქე პარლამენტის შენობის ფასადზე ავიდა და საქართველოს დროშა აიტანა, თუმცა ის პოლიციელებმა ჩამოიყვანეს.

ცოტა ხნის წინ პარლამენტში მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

"როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით" - აღნიშნა მინისტრმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი