ავტორი:

როგორ ეხმაურებიან გუშინ განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქზე"

როგორ ეხმაურებიან გუშინ განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქზე"

გუშინ საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის ვიზიტის შემდეგ გამართულ აქციას და რუსთაველის გამზირზე ღამით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსლეში უამრავი ადამიანი ეხმაურება.

სალომე ასათიანი, ჟურნალისტი:

აი, ახლა რასაც ლაივებში ვუყურებ - რიგით მოქალაქეებზე ნადირობას, დასახიჩრებულ ადამიანებს და დაშავებულ ჟურნალისტებს, ჩემ კოლეგებს, და თან ისიც რომ ვიცი, ხვალიდან როგორ მოვისმენთ ძველ საზიზღარ სიმღერას "პროპორციულ ძალაზე" და "შემდგარ სახელმწიფოზე", სიცოცხლე აღარ მინდა. რაც უნდა გაეკეთებინა ნაცმოს აქტივს და როგორი დესტაბილიზაციაც უნდა ეცადა (და რომ იზამდა, ეს ცხადია), ეს რაც ახლა ხდება არის სახელმწიფოს რეპრესიული მანქანებით გადავლა მოქალაქეებზე. აღარ გამოვა გულწრფელი და ლეგიტიმური პროტესტის "ნაცებით" გადაფარვა. დიდი და მზარდია უკვე იმ ხალხის რიცხვი, ვინც ხელისუფლების უზნეობას ღიად აპროტესტებს და ნაცმოსთან არანაირი კავშირი არ აქვს, მათი გაგონებაც არ უნდა. ეს კუნთების თამაში და ხალხის ძალის და ნების ჩახშობა როგორც მთავრდება ხოლმე, ვიცით. ახლა მთავარია ეს ქაოსი და ძალადობა დამთავრდეს. მძიმე დღეები გველის.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"ოცნებისთვის" მომდრვნო საათები უფრო მძიმე იქნება, როცა გაირკვევა, რამდენი ადამიანი დაასახიჩრეს ამ ტყვიებით. როგორც ამბობენ, რამდენიმეს ძალიან მძიმე დაზიანება აქვს. "ოცნებამ" უკვე გაინაღდა მოძალადე ხელისუფლების იარლიყი!

ბექა კობახიძე, ისტორიკოსი:

ახლა იმის ანალიზის დრო არ არის თუ როგორ მივედით გუშინდელ დღემდე. ამაზე ვრცლად სხვა დროს. მომავალზე მოკლედ უნდა ითქვას შემდეგი: ძლიერების ზენიტში მყოფ ვარდების ხელისუფლებასაც კი მოუწია ვადამდელის დანიშვნა 7 ნოემბრის მერე. ამ ხელისუფლებას, რომელიც მშვიდობაშიც უუნარობით გამოირჩევა და კრიზისებში კიდევ უფრო, არჩევანი არ აქვს.

1. უნდა დაინიშნოს ვადამდელი;2. უნდა გადავიდეთ პროპორციულზე;3. ამ არჩევნებამდე ვერ მივალთ იმ ხალხით, ვინც გუშინდელ დღეზეა პასუხისმგებელი. კონკრეტული თანამდებობის პირები უნდა გადადგნენ.

ამის შემდეგ: საქართველოს ისევე დასჭირდება აწ უკვე სისხლიანმა ქართულმა ოცნებამ განაგრძოს არსებობა, როგორც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ, როგორც "სისხლიანი 9 წლის" ენმ-ის გადარჩენა გვჭირდებოდა. ემოციურ ფონზე შეიძლება ადამიანებს მოწინააღმდეგეთა სრული ჩაძაღლება სურდეთ, მაგრამ ეს უკვე ნანახი გვაქვს და არ ვარგა. ამ ხელისუფლების მიერ დატრიალებული ყველა კატასტროფა, რაც გუშინ გავრილოვის სკამში ჩაბრძანებით და სისხლისღვრით დაგვირგვინდა, არ ნიშნავს იმას, რომ ნიკა მელიას მიერ პარლამენტის დაკავების მოწოდება მომეწონოს. ვატყობ ტენდენციას, რომ ზოგიერთებს სურთ მიშაზე უარყოფით ტონში საუბარი ასოციალურ მოვლენად აქციონ, რადგან ხელისუფლებამ დააშავა. ჩემი აზრით, ეს ორი ერთმანეთს არაფრით გამორიცხავს. საერთოდ არ ვაპირებ ავყვე ამ ტრენდს და ვიტყვი: დიახ, მე არ მინდა მიშას მიერ გაკულაკებული და ქვეყნიდან გაძევებული ბიძინა ვნახო. თავისუფალმა სასამართლომ, ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა დადონ განაჩენი ყველა საქმეზე. მათ შორის შვიდ და მათ შორის ცხრა წელზეც. სასამართლოში ბაბუის დუქანი და მურუსიძე უნდა დამთავრდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნებში ვერავინ მიიღებს 50%-ს და მეტს. პოლიტიკოსებს კი მოუწევთ კოალიციების შექმნა. მრავალგზის ნანახია რა იცის საკონსტიტუციო უმრავლესობამ. ამის ბოლო სერია გუშინ იყო. რა მოხდება ხვალ, ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ისინი თუ შეცდომაში გაჯიუტდნენ და ზემოხსენებული სამი საბაზისო მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, მერე ბიძინას გაკულაკებას და სრულ რადიკალიზაციას ვერ ავცდებით. ცივილიზაციის საათი სამი ათეული წლით დაიწევს უკან.

ბახვა ბრეგვაძე, ტელეწამყვანი:

ისევ რუსებმა გვაცემინეს ერთმანეთი! დღევანდელი "გავრილოვების" პარლამენტში წამოჯდომა, უდავოდ არის სამარცხვინო შემთხვევა და ეროვნული ღირსების შეურაცხყოფა... შესაბამისად, სრულიად ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას... იმ ადამიანებს, ვინც ვთანმხდებით, რომ რუსეთი ოკუპანტი და მავნებელია! პროტესტი, შეკრება ასეთ დროს ლოგიკურია... არც პოლიტიკოსების იქ ყოფნა თუ დგომა არ მაკომპლექსებს, მაგრამ, რა უნდა ქნა და როგორ უნდა მოიქცე, რომ საეჭვო რეპუტაციის მქონე პირებმა ვერ მოახერხონ ყველაფერის გაფუჭება თუ ჩაშლა?! ფაქტია. რომ ამის გამო ვიღაცეები არ გამოდიან, ვიღაცეები სახლში გარბიან... მიკროფონთან ყველა რომ არ უნდა მიუშვა, ამაში ისედაც ღრმად ვარ დარწმუნებული... ძალადობა ყოველთვის, ყველა სიტუაციაში და ყველა მხრიდან კატეგორიულად მიუღებელია! ძალიან მძიმე საყურელებლია, რაც ხდება!!! #რუსეთიოკუპანტია

რუსუდან გოცირიძე, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და ქალთა უფლებების აქტივისტი:

სახელმწიფო გვაქვს თუ არა, არ ვიცი... მაგრამ ხალხი გვყოლია!!!! თვალებდათხრილი, ნაცემი და გაზნაყლაპი, მაგრამ ხალხი, რომელიც რამდრნჯერმე მიტრიალდა პარლამენტთან, როგორც კი ცრემლმდენი გაზის კვამლი გაიფანტა. რამდენჯერმე მივიდა, რომ ხელისუფლებას კარგად დაენახა, როგორი რეაქცია აქვს ქართველ ხალხს, როცა რუსეთის დუმის დეპუტატებს ფიანდაზებს დაუგებ (დღის წესრიგში ეწერა ზუსტად ასე, კობახიძის ხელმოწერით) და პარლამენტის თავმჯდომარის სკამს დაუთმობ!!! (და თუ დაუკითხავად დაჯდა, კიდევ უარესი)!

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ.

სიტუაციის დაძაბვის შემდეგ პარლამენტში მივიდნენ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოყვანილ იქნა სპეცრაზმი. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის რამდენიმემ თვალი დაკარგა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს