ავტორი:

ნინო ქათამაძე დღეს მოსკოვში, ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერებს

ნინო ქათამაძე დღეს მოსკოვში, ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერებს

ქართველი მუსიკოსი და მსოფლიოში პოპულარული შემსრულებელი ნინო ქათამაძე დღეს მოსკოვში, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერებს. ფესტივალი 22-23 ივნისს იმართება და პირველ დღეს მსმენელის წინაშე ქართველი მომღერალიც გამოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია როგორც ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე, ისე რუსულ მედიაში იძებნება.

ფესტივალის განრიგი ოფიციალური გვერდიდან. წითელი ისრით მითითებულია ნინო ქათამაძის გვარი

"რია ნოვოსტი" წერს, რომ ფესტივალში რუს შემსრულებლებთან ერთად, ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის: The Black Eyed Peas (ამერიკულმა ჯგუფმა რამდენიმე დღის შეკვეთილში გამართა კონცერტი), როკ-ბენდი Сплин, ბრიტანელი ჯაზმუსიკოსი ჯეიმი კალუმი, ნინო ქათამაძე და სხვები.

კონცერტის შესახებ რუსულ მედიასთან The Black Eyed Peas-ის წევრებმა ისაუბრეს: "როცა ჩვენს საკონცერტო ტურნეში მოსკოვი დავინახეთ, აღვფრთოვანდით. ერთმანეთს შევხედეთ და ვთქვით: "ჩვენ იქ ვბრუნდებით!". მოსკოვში ყოველთვის კარგ დროს ვატარებთ, თქვენ, რუსებმა კარგად იცით როგორ გაერთოთ ბოლომდე. ფესტივალზე ჩვენც თქვენთან ერთად გავერთობით".

საფესტივალო სივრცე რამდენიმე მოედნადაა დაყოფილი და როგორც რუსული მედია წერს, "ყველაზე ინტელექტუალურ სივრცეში", სახელწოდებით - "არისტოკრატი", რომლის მსმენელებიც ჯაზის ნამდვილი შემფასებლები არიან, ნინო ქათამაძე იმღერებს. ამავე მოედანზე გამოვა ბრიტანელი ჯაზმუსიკოსი ჯეიმი კალუმი.

საერთაშორისო ღია ფესტივალი "Усадьба Jazz" მასშტაბური ფესტივალია, რომელიც ჯაზსა და ფანკს, სოულსა და ელექტრონულ მუსიკას ეთმობა და ყოველწლიურად იმართება 2004 წლიდან. ნინო ქათამაძემ & Insight-მა ფესტივალში მონაწილეობა 2014 წელსაც მიიღეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, AMBEBI.GE მომღერალს დაუკავშირდა, თუმცა მან WhatsApp-ში ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს