ავტორი:

"რუსი დამარცხებულია! იარცევი ბეჭებზე გაკრულია!" - როგორ დაამარცხა ლაშა შავდათუაშვილმა პუტინის ფავორიტი ძიუდოისტი

"რუსი დამარცხებულია! იარცევი ბეჭებზე გაკრულია!" - როგორ დაამარცხა ლაშა შავდათუაშვილმა პუტინის ფავორიტი ძიუდოისტი

მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილმა მინსკში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მე-4 ფინალში რუსი დენის იარცევი დაამარცხა და -73 კგ კატეგორიის ნახევარფინალში გავიდა.

ლაშას მომდევნო მეტოქე შვედი ტომი მაციასი იქნება. აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილმა ტრავმით იასპარეზა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ლუკა მაისურაძეც. 81 კგ წონითი კატეგორიაში მოასპარეზე მაისურაძემ ფრანგ და ბრიტანელ ძიუდოისტებს, ასევე პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბელგიელ მატიას კასესთან დამატებით დროში წააგო. ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად, ლუკას იტალიელი ანტონიო ესპოსიტოს დამარცხება სჭირდება.

სამინისტროს ცნობითვე, წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ სამბისტები. ტრიუმფალური პირველი დღის შემდეგ, დასკვნით, მეორე საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდი ტატამზე 7 სპორტსმენით გავიდა. აღსანიშნავია, რომ მედლებისთვის 6 მათგანი იბრძოლებს. ოქროს მედლების მოპოვების შანსი აქვთ ლევან ნახუცრიშვილსა (-74 კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ). ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ ირინე ლეონიძე (-80), გივი ნადარეიშვილი (-52 კგ), გეგა ჩირგაძე (-62 კგ) და პაატა ღვინიაშვილი (-90 კგ).

ძიუდოსა და სამბოს ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყო. ნახეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი