ავტორი:

"ვდგავარ მყარად და არ შევწყვეტ ბრძოლას" - გოგონა, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გაწერეს

"ვდგავარ მყარად და არ შევწყვეტ ბრძოლას" - გოგონა, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გაწერეს

გოგონა, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გამოწერეს. 19 წლის მაკო გომურმა „ნიუ ჰოსპიტალის" შენობა ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა. გომურს საავადმყოფოსთან გულშემატკივრები ყვავილებით და ბუშტებით დახვდნენ და საჩუქრად კნუტი გადასცეს.

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არაფერი მტკივა ამ წუთას. იყო რთული მომენტები, ტკივილით გათენებული ღამეები, მაგრამ ახლა კარგად ვარ, რადგან გხედავთ ყველას, შემიძლია ყველას დანახვა.

მომხდარი არასოდეს ამოვა ჩემი მეხსიერებიდან. ეს იყო ყველაზე მძიმე ღამე, ძალიან რთულია გახსენება მომენტის, როცა ტყვია მომხვდა და ასევე, იმ წამის, როცა ჩვენკენ მომავალი შეიარაღებული სპეცრაზმი დავინახე. ეს დარჩება ყველაზე მძიმე კადრად ჩემს ცხოვრებაში, რამაც მოახდინა გარდატეხა.

თუმცა, ვდგავარ მყარად და მინდა, თქვენც დაგანახოთ, რომ მყარად ვდგავარ. არ შევწყვეტ ბრძოლას ჩემი ჯანმრთელობის გამო, რომ მივიყვანო ყველაფერი ბოლომდე და დავიბრუნო ჩემი პატარა თვალი," - განაცხადა მაკო გომურმა.

VIDEO : 19 წლის გოგონა, რომელმაც აქციის ღამეს თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გამოწერეს - როგორი დახვედრა მოუწყეს მაკო გომურს მოქალაქეებმა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი