ავტორი:

მადაგასკარზე სტადიონზე ჭყლეტის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა - ფოტოები

მადაგასკარზე სტადიონზე ჭყლეტის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა - ფოტოები

მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუს ცენტრალურ სტადიონზე ჭყლეტის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. ათობით ადამიანი დაშავებულია. ჭყლეტა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი აღლუმის და კონცერტის შემდეგ მოხდა, როდესაც ხალხმა სტადიონის დატოვება დაიწყო.

პრეზიდენტმა ანდრი რაჯოელინამ საავადმყოფოში დაშავებულები მოინახულა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფო მათი მკურნალობის ხარჯებს დაფარავს. პრეზიდენტი თვითონაც იმყოფებოდა სტადიონზე ზეიმის დროს, მაგრამ მან ტერიტორია ცოტა ადრე დატოვა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"