ავტორი:

მილანში გარდაცვლილი ქართველი სოპრანოს საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რას წერს იტალიური პრესა

მილანში გარდაცვლილი ქართველი სოპრანოს საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რას წერს იტალიური პრესა

ორი თვის წინ, მილანში გარდაცვლილი 27 წლის ქართველი გოგონას, იზა ქავთარაძის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. იტალიური მედიის ცნობით, საქმეზე დაკავებულია აფრიკელი მამაკაცი, სახელად მოჰამედი, რომელმაც სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა ქართველ გოგონას.

29 მარტს, როცა მილანში, მაური მაკის ქუჩაზე მდებარე სახლში ქართველი გოგონას ცხედარი იპოვეს, იტალიური მედია გამოთქვამდა ეჭვს, რომ ახალგაზრდა ქალი "ჰეროინის კიდევ ერთი მსხვერპლი იყო", რადგან ნომერში ერთჯერადი შპრიცები, კოვზი და ჰეროინის ნარჩენები აღმოაჩინეს. როგორც მაშინ გამოქვეყნებულ სტატიებში იყო აღნიშნული, ქართველი გოგონას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი, ნარკოტიკების ზედოზირება გახდა, რასაც იზას ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავდნენ.

milano.repubblica.it წერს, რომ 37 წლის მოჰამედ კაგბო წარმოშობით სიერა ლეონედანაა და სწორედ მან მიჰყიდა ქართველ გოგონას ნარკოტიკული საშუალების სასიკვდილო დოზა. მამაკაცი ირწმუნება, რომ იზა ქავთარაძე "მისი მეგობარი გოგონა იყო".

აფრიკელი ნარკოდილერი ახლა დაკავებულია. პოლიციამ ის რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ დამნაშავედ ცნო იზა ქავთარაძის - იზაბელის (როგორც მას იტალიაში იცნობდნენ) სიკვდილში.

lastampa.it გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ გოგონამ მოჰამედ კაგბო 2019 წლის იანვარში გაიცნო. იზა ქავთარაძის გარდაცვალების ღამეს, ქალი და მამაკაცი ერთად იმყოფებოდნენ სასტუმროში, შემდეგ გოგონა თავის საცხოვრებელ სახლში მაური მაკის ქუჩაზე დაბრუნდა, სადაც ნარკოტიკული საშუალების ლეტალური დოზა მიიღო და შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველები თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ კაგბოს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. ბოლოს ის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს.

VIDEO: ახალი დეტალები მილანში გარდაცვლილი 27 წლის ქართველი ქალის საქმეზე - ვინ არის დაკავებული, რომელმაც იზა ქავთარაძეს სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა?

27 წლის იზა ქავთარაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა. ის საქართველოში ყოფნის პერიოდში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის თეატრალური დასის მსახიობი გახლდათ.

როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბარში გოგონას მამიდა ამბობდა, გოგონა იტალიაში ოჯახში ბავშვის ძიძად მუშაობდა და თან სწავლობდა. ნარკოტიკებთან მის კავშირს კი ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავდა.

AMBEBI.GE ცდილობს დაუკავშირდეს გარდაცვლილი იზა ქავთარაძის ოჯახს და გაარკვიოს, აქვთ თუ არა მათ ინფორმაცია იტალიაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო