ავტორი:

"ძიძად მუშაობდა... იმ ბავშვის დედამ ნახა, რომელსაც უვლიდა" - რა ვიცით მილანში გარდაცვლილ 27 წლის გოგონაზე

"ძიძად მუშაობდა... იმ ბავშვის დედამ ნახა, რომელსაც უვლიდა" - რა ვიცით მილანში გარდაცვლილ 27 წლის გოგონაზე

31 მარტის დილას, მილანში 27 წლის ქართველი მეცო-სოპრანო იზა ქავთარაძე გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა საქართველოში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში სწავლობდა, სექტემბერში კი სწავლის გასაგრძელებლად იტალიაში გაემგზავრა. ქავთარაძე ახლახან მილანის კონსერვატორიაში უგამოცდოდ ჩაირიცხა.

მისი გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს, მანამდე კი იტალიური პრესა აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ჰეროინის კიდევ ერთი მსხვერპლი", რომელშიც საუბარია იმაზე, რომ შაბათს, დაახლოებით, საღამოს 10 საათისთვის, მილანში, მაური მაკის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ახალგაზრდა ქართველი გოგონას ცხედარი იპოვეს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქართველი გოგონას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირება სახელდება, რასაც იზას ოჯახის წევრები გამორიცხავენ.

არსებული ინფორმაციით, იზა ქავთარაძეს გულის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ეს გახდა.

ია შალიკაშვილი, იზას მამიდა:

"იზა ძალიან კეთილშობილი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და თბილი გოგონა იყო. თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, სექტემბერში სტუდენტური ვიზით მილანში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. თავდაპირველად სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი მილანის კონსერვატორიაში შეიტანა საბუთები. როდესაც მისი მონაცემები უნახავთ, ახლახან უგამოცდოდ ჩაურიცხავთ კონსერვატორიაში.

ვინაიდან იზას ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, სწავლისთვის საჭირო ფულის გამომუშავებაზე იზამ თავად იზრუნა და ერთ სოლიდურ ოჯახში ბავშვის ძიძად დაიწყო მუშაობა. რაღაც საშინელება გავრცელდა იზაზე, თითქოს ნარკოტიკი გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, რაც სისულელეა და წარმოუდგენელი. ასეთი რომ ყოფილიყო, რომელი ოჯახი ანდობდა ასეთს თავის შვილს მოსავლელად?

გარდაცვალების წინა ღამით, ანუ გუშინწინ, იზამ მშობლებს ვიდეოჩანაწერი გამოუგზავნა, სადაც აღფრთოვანებული ჰყვებოდა, როგორი კმაყოფილი და ბედნიერი იყო ფედერიკა ფაბის ოჯახსაც, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა, სიყვარულით მოიხსენიებდა მათ... წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ