ავტორი:

Universal Music Publishing Group-მა საქართველოში პირდაპირი წამომადგენლობა გახსნა

Universal Music Publishing Group-მა საქართველოში პირდაპირი წამომადგენლობა გახსნა

საქართველოს „საავტორო უფლებათა ასოციაციაში“ Universal Music Publishing Group-ი (UMPG) გაწევრიანდა. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა.

უფრო კონკრეტულად, საქართველოში Universal-ის პირდაპირი წარმომადგენელი ქართული კომპანია GMI Rights Managment-ი (GMI) გახდა, რომელმაც ამის შესახებ პირდაპირი წარმომადგენლობის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან ერთად, ქართველი არტისტებისა და მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გაიმართა. მათ წარმომადგენლობის ფუნქციების და კატალოგის ლიცენზირების სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.

„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ თავმჯდომარის გოგა კობალაძის განცხადებით, Universal Music Publishing Group-თან ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს რუსული გავლენებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.

„ეს არის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი საქართველოში, როდესაც ერთ-ერთმა უმსხვილესმა მუსიკალურმა გამომცემლობამ რუსეთის გვერდის ავლით, პირდაპირი წარმომადგენლობა გახსნა საქართველოში. საქართველო ამ სფეროში რუსეთის გავლენისგან თანდათან თავისუფლება.

ეს ორი ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი: პოლიტიკური ფაქტორის, რადგან რუსეთის ზეგავლენის ქვეშ არ ვიქნებით და მეორე - ეკონომიკური თვალსზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსარგებლეები აქამდე რუსულ კომპანიებს, როგორც შუამავლებს უხდიდნენ ჰონორარს და ახლა კი პირდაპირ სათავო ოფისს გადაუხდიან, რაც ბუნებრივია ფასზეც იმოქმედებს“ - განმარტა მან.

„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ ინფორმაციით, დღემდე, საქართველო დიდი მუსიკალური გამომცემლობების და Record Label-ების (Warner, Sony და სხვა) მიერ იფარებოდა და იფარება არა პირდაპირ, არამედ რუსეთის რეგიონული ოფისების მეშვეობით, რაც დიდ უხერხულობას ქმნის მოსარგელეთა მიერ ჰონორარის გადახდის კუთხით, რადგან მათ გადახდა რუსული კომპანიების სასარგებლოდ უწევთ და ფასებიც უფრო მაღალია. მათივე განმარტებით, Universal-ის შემთხვევა ადასტურებს, რომ საქართველო ამ მხრივ საინტერესო ქვეყანა გახდა და ეს მაგალითის მიმცემი იქნება სხვა დიდი მსოფლიო მოთამაშეებისთვისაც.

Universal-ს მსოფლიოს 45 ქვეყანაში 47 წარმომადგენლობა აქვს და მართავს ისეთი არტისტების საავტორო უფლებებს, როგორებიც არიან: Coldplay, U2, ABBA, Adele, Bee Gees, Justin Bieber, Miley Cyrus, Eminem, Selena Gomez, Jimi Hendrix, Elton John, Linkin Park, Maroon 5, Britney Spears, Justin Timberlake და მრავალი სხვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება