ავტორი:

პატრულის თანამშრომლებმა ქალბატონს დაკარგული საპენსიო ბარათი უპოვეს და დაუბრუნეს - ქალბატონის შვილი შსს-ს თანამშრომელი აღმოჩნდა

პატრულის თანამშრომლებმა ქალბატონს დაკარგული საპენსიო ბარათი უპოვეს და დაუბრუნეს - ქალბატონის შვილი შსს-ს თანამშრომელი აღმოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ნინო ცხადაძე პატრულის თანამშრომლებს გულისხმიერი საქციელისთვის მადლობას უხდის. როგორც აღმოჩნდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დავით კოვზირიძემ და დავით კიკალიშვილმა ცხადაძის დედის დაკარგული საპენსიო ბარათი იპოვეს და სახლთან მიუტანეს.

"კიდევ ერთხელ, ძალიან ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით! <3 დიდ მადლობას ვუხდი ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებს - დავით კოვზირიძეს და დავით კიკალიშვილს, რომლებმაც დაკარგული საპენსიო ბარათი იპოვეს და სრულიად უცნობ ქალბატონს (რომელიც დედაჩემი აღმოჩნდა:)) სახლთან მიუტანეს.

მირეკავს დედა:

- ნინი გცალია 2 წუთი რომ მომისმინო?

- კი დედა გისმენ, მითხარი უცბად...

- მაღაზიაში რომ ვიყავი, საპენსიო ბარათი დავკარგე.

შემომეყარა გულზე და მაშინვე იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ უნდა აიღოს ახალი ბარათი ისე, რომ ძალიან არ გაწვალდეს.

დედა კი აგრძელებს თხრობას: ბევრი პარკი მეჭირა და ალბათ, ქუჩაში დამივარდა, სახლში ამოვედი და ცოტა ხანში რეკავს ტელეფონი, ქალბატონო პოლიციიდან გირეკავთო, რას ამბობ შვილო, რა მოხდა, რა ამბავია-მეთქი... არაფერი ქალბატონო, საპენსიო ბარათი დაგიკარგავთ, მოგიტანეთ სახლთან და თუ შეიძლება ჩამობრძანდით და გადმოგცემთო.

საპატრულო პოლიციის ბიჭებმა ჩააბარეს დედას ბარათი და ძალიან გაახარეს. დედა კარგა ხანს მიყვებოდა, "რა კარგი ბიჭები იყვნენ, რა აღზრდილები, ყურადღებიანები, საყვარლები..."

პ.ს. საუბარში აღმოაჩინეს, რომ თურმე ნინო ცხადაძეს იცნობენ და სამივემ ამითაც ძალიან გაიხარეს... პოსტი ფოტოს გარეშეა დედაჩემი სელფებს რაღაც ვერ იღებს: - წერს შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელი "ფეისბუქზე".

მთავარი ფოტო: დავით თაბაგარი

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს