ავტორი:

46 წლის ჰაიდი კლუმი 29 წლის მუსიკოსზე საიდუმლოდ დაქორწინდა

46 წლის ჰაიდი კლუმი 29 წლის მუსიკოსზე საიდუმლოდ დაქორწინდა

46 წლის გერმანელი სუპერმოდელი და 29 წლის მუსიკოსი ბენდიდან Tokio Hotel ტომ კაულიცი დაქორწინდნენ. E News-ის ინფორმაციით, წყვილმა ჯვარი თებერვალში დაიწერა, თუმცა ამის შესახებ მედიისთვის ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.

კაულიცი და კლუმი გასული წლის დეკემბერში დაინიშნენ. საზოგადოებამ კი მათი რომანის შესახებ 2018 წლის მაისში შეიტყო.

ვიდრე მუსიკოსთან შეხვედრებს დაიწყებდა, ჰაიდი სამი წლის განმავლობაში ვიტო შნაბელთან იყო, ისინი 2018 წლის სექტემბერში დაშორდნენ ერთმანეთს.

ეს კლუმისთვის მესამე ქორწინებაა. მოდელი 1997-2002 წლებში სტილისტ რიკ პიპინოზე იყო დაქორწინებული. 2005 წელს ჯვარი მუსიკოს სილზე დაიწერა და მასთან ერთად 2014 წლამდე იცხოვრა.

ჰაიდი კლუმი და სილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება