ავტორი:

"ჩაძინებული ექთნების ფოტო ერთ-ერთმა მშობელმა მძიმე ღამის შემდეგ გადაიღო..." - დღის ფოტო ჰოსპისიდან

"ჩაძინებული ექთნების ფოტო ერთ-ერთმა მშობელმა მძიმე ღამის შემდეგ გადაიღო..." - დღის ფოტო ჰოსპისიდან

ბავშვთა ჰოსპისი "ციცინათელა" "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მძიმე სამუშაო ღამის შემდეგ დაღლილ ექთნებს იატაკზე ჩაეძინათ.

"იყო ექთანი, ნიშნავს პაციენტებზე ზრუნვაში გათენებულ ღამეებს, თანაგრძნობასა და მოთმინებას, ჩვენი ბავშვების მშობლების და ახლობლების დამშვიდებას ყველაზე უფრო სტრესულ სიტუაციებშიც კი;

იყო ჰოსპისის ექთანი, ნიშნავს შეგეძლოს მშვიდად, ღიმილით და სიყვარულით გააცილო ბავშვი იმ ქვეყნიურ ცხოვრებაში და მალევე გადმოერთო ამ ქვეყნიურ აურზაურში;

იყო ჰოსპისის ექთანი, ნიშნავს არავის დაანახო შენი დარდი და მწუხარება და არავინ დაამძიმო შენი ემოციებით. ეს ჩაძინებული გოგოები ჩვენი ჰოსპისის ექთნები არიან.

ფოტო ერთ-ერთი მშობლის მიერ, მძიმე ღამის, ციცინათელის გაფრენის შემდეგ არის გადაღებული..."

2017 წლის 17 იანვარს გაიხსნა პირველი ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა". ეს არის სახლი, სადაც განუკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნავენ. ჰოსპისის ძირითადი კონცეფცია მოიცავს მეგობრული გარემოს შექმნას ბავშვებისთვის. სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად მსოფლიოში 7 მილიონამდე ბავშვს ესაჭიროება პალიატიური მზრუნველობა.

ჰოსპისის დახმარება შეგიძლიათ ვებ გვერდებიდან: www.childrenshospice.org.ge და www.donate.ge.

ასევე გადარიცხვით: საქართველოს ბანკი

GE31BG0000000368074900

მიმღები: ააიპ ბავშვთა ჰოსპისი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს