ავტორი:

რომელი მწერის ნაკბენი იწვევს ანაფილაქსიურ შოკს და როგორ დავიცვათ თავი - ალერგოლოგის რჩევები

რომელი მწერის ნაკბენი იწვევს ანაფილაქსიურ შოკს და როგორ დავიცვათ თავი - ალერგოლოგის რჩევები

ზაფხულის დადგომასთან ერთად მწერების რაოდენობაც იმატებს, რაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას. გარდა იმისა, რომ მწერებს სხვადასხვა დაავადების გადატანა შეუძლიათ, ასევე საყურადღებოა მათი ნაკბენის შედეგად განვითარებული ალერგიული რეაქციები. განსაკუთრებით შიშობენ მშობლები, რომლებსაც ბავშვები ქალქგარეთ ჰყავთ გაყვანილი, სადაც, როგორც წესი, ბევრი მწერია. რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მწერის ნაკბენს და როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი, ნინო ლომიძე საუბრობს:

- რა ალერგიულ გართულებას იწვევს მწერის ნაკბენი და რამდენად საშიშია?

- პირველ რიგში, ავხსნათ, თუ რატომ ვითარდება მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქცია. კბენის დროს კოღო ადამიანის ორგანიზმში ნერწყვს უშვებს, რის შემდეგაც ვითარდება იმუნური სისტემის პასუხი უცხო ნივთიერებაზე, რაც კლინიკურად შეწითლების, ქავილის თუ შეშუპების სახით გამოიხატება. რისკ ჯგუფში შედიან პატარა ბავშვები, ორსულები და დიდი წონის მქონე ადამიანები, რომელიც უფრო მიმზიდველნი არიან მწერებისთვის. მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქცია შესაძლებელია იყოს როგორც მსუბუქი ლოკალური, ისე გენერალიზებული, ანუ როდესაც კბენის შემდეგ გამონაყარი ვითარდება არა მხოლოდ ნაკბენის ადგილას, არამედ სხეულის სხვა უბნებზეც, რაც დროულად ითხოვს ექიმის კონსულტაციას...

- რომელი მწერის ნაკბენს ახასიათებს ყველაზე სერიოზული გართულება?

- ზაფხულის დადგომასთან ერთად მწერის ნაკბენებზე ალერგიული სიმპტომების განვითარების რისკი საგრძნობლად მატულობს, ამიტომ იმ ბავშვებსა თუ მოზარდებს, რომლებსაც აღენიშნებათ მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქცია, მნიშვნელოვანია ალერგოლოგისგან მიიღონ რეკომენდაციები, თუ როგორ აარიდონ მწერის ნაკბენის გართულებას თავი.ალერგიული თვასაზრისით ყველაზე სერიოზული გართულება შესაძლებელია მოჰყვეს ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენს, რომელიც ხშირად მსუბუქი ლოკალური, ხოლო იშვიათად ძალიან მძიმე სისტემურ რეაქციას - ანაფილაქსიურ შოკს იწვევს...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ