ავტორი:

20 ივლისს Polo&Pan პრესკონფერენციას ვაგონშემკეთებელი ქარხნის ეზოში გამართავს

20 ივლისს Polo&Pan პრესკონფერენციას ვაგონშემკეთებელი ქარხნის ეზოში გამართავს

20 ივლისს 18:00 საათზე ცნობილი ფრანგული დუო, Polo&Pan პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენცია ვაგონშემკეთებელი ქარხნის ეზოში შედგება და ჟურნალისტების მუსიკალური პროექტის წევრებისთვის კითხვების დასმას შეძლებენ (საკონტაქტო პირი ნინო ჯანელიძე, 599407444).

შეგახსენებთ, რომ კონცერტი 20 ივლისს, ვაგონშემკეთებელ ქარხანაში(ცოტნე დადიანის 32) გაიმართება.

Polo&Pan-ის კონცერტს ივენთ კომპანია Origami წარმოგიდგენთ. „ორიგამი“ 2019 წელს შეიქმნა. პირველი ივენთი Artbat-ისა და Marc Romboy-ს პერფორმანსია.

Polo&Pan - https://bit.ly/2aMeCg3

20 ივლისს ვაგონშემკეთებელი ქარხანა Polo & Pan-ის პერფორმანსის პარალელურად პანტომისის თეატრის მიმებს უმასპინძლებს. კოსტიუმირებული წარმოდგენა ფრანგული დუოს გამოსვლისას დაიწყება. 20 ივლისის კონცერტის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა პანტომიმის თეატრის ფონდში გადაირიცხება ისტორიული შენობის სარემონტო სამუშაოებისათვის.

20 ივლისს შეძლებთ, ასევე, Phil Dark-ის,Frankey&Sandrino-ს, Sumo-სა, 9eye-ს და Gedex-ის მოსმენას.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება