ავტორი:

შეიცვლება თუ არა "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა და მენეჯმენტი? -  პაატა სალიას კომენტარი

შეიცვლება თუ არა "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა და მენეჯმენტი? -  პაატა სალიას კომენტარი

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ ის მზად არის „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავოს.

თუმცა, როგორც სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნი პირის კანდიდატურას, მის დანიშვნას, გათავისუფლებას, წესდების შესაბამისად, პარტნიორთა კრება წყვეტს.

კითხვაზე, თანახმაა თუ არა სალია დაიკავოს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა, სალიამ უპასუხა:

„იმ ფარგლებში, რა ფარგლებიც განმისაზღვრა ბატონმა ხალვაშმა, მე თანახმა ვარ“, - განაცხადა სალიამ.

კითხვაზე, შეიცვლება თუ არა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა და მენეჯმენტის ცვლილების მიმართულებით რას ჰპირდება „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს, პაატა სალიამ განაცხადა:

„რუსთავი2-ის თანამშრომლებს ქიბარ ხალვაში დაპირდა ერთ რამეს, რომ არ შეიცვლება არაფერი მათთან მიმართებაში. ერთადერთ ცვლილებას, რასაც გეგმავს, ეს არის დღევანდელი გენერალური დირექტორის გათავისუფლება, დანარჩენ ნაწილში არანაირი ცვლილება არ იგეგმება“, - განაცხადა სალიამ.

პაატა სალია არ აკონკრეტებს, ეთანხმება თუა რა „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ სარედაქციო პოლიტიკას და კიხთვაზე, მისთვის მისაღებია თუ არა ის სარედაქციო პოლიტიკა, რასაც „რუსთვის 2“ ამ დროისთვის ახორციელებს, პასუხობს, რომ ის არ ჩაერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში, რადგან ეს მხოლოდ რუსთავი2-ში მომუშავე ჟურნალისტების განსასაზღვრია.

„მე ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ არანაირ კომენტარს, სარედაქციო პოლიტიკა არის მასში დასაქმებული ჟურნალისტების განსასაზღვრი, ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს, ვიღაცას შეიძლება არა და მე არ ვაპირებ ამაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. მე არ შეხები სარედაქციო პოლიტიკას, არ ჩავერევი მას შემდეგ, რაც ჩავიბარებ მენეჯმენტს და დავრეგისტრირდები როგორც კომპანიის დირექტორი“, - განაცხადა სალიამ.

პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს “დიდი ოთხეულიდან” მოწვეული აუდიტორთა ჯგუფი შეამოწმებს. როგორც სალიამ აღნიშნა, ქიბარ ხალვაშს სამომავლო გეგმებზე მასთან ჯერ კონკრეტულად არ უსაუბრია და ამას უახლოეს მომავალში აპირებს.

„ქიბარ ხალვაშის მიერ დღეს გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ ის აპირებს გაათავისუფლოს გენერალური დირექტორი. მის ნაცვლად დანიშნოს ახალი გენერალური დირექტორი და განუსაზღვროს მას კონკრეტული ამოცანები. მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს იქეთკენ, რომ არხმა გააგრძელოს მუშაობა, არ იყოს შეფერხება, არ იყოს ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევა. პარალელურად განხორციელდეს შემოწმება. აუდიტორები იქნენ მოწვეული “დიდი ოთხეულიდან“, - განაცხადა სალიამ.

რაც შეეხება პარტნიორთა კრების მოწვევას, როგორც სალია აცხადებს, მაშინ, როდესაც ყველა პარტნიორი შეიძლება ეთანხმებოდეს დღის წესრიგს, პარტნიორთა კრების მოწვევა არც არის ხოლმე საჭირო.

„ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა პარტნიორის წერილობითი განცხადება საკმარისია. მე ახლა გავიგე, რომ დარეგისტრირდა, დანარჩენი ხალვაშის გადასაწყვეტია. მე მას დავუკავშირდები როგორც კი მექნება შესაძლებლობა და ვკითხავ რას აპირებს“, - განაცხადა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლება და მის შემცვლელად საკუთარი ადვოკატის, პაატა სალიას დანიშვნა დააანონსა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ