ავტორი:

პაატა სალია ნიკა გვარამიას ხვდება (LIVE)

პაატა სალია ნიკა გვარამიას ხვდება (LIVE)

"რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია არხის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას ხვდება.

შეხვედრას „რუსთავი 2“ პირდაპირ რეჟიმში გადასცემს.

შეხვედრის დასაწყისში პაატა სალიამ აღნიშნა, რომ სურს მენეჯმენტთან გასაუბრება, ასევე იმის თქმა, რომ ჟურნალისტების მუშაობაში ჩარევას არ გეგმავს, რაზეც გვარამიამ მიმართა შეკითხვით: „მე რატომ მაბარებთ ანგარიშს? აღნიშნულზე სალიამ განმარტა, რომ „ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში, როცა ერთ დირექტორს ცვლის მეორეს“, რასაც უკვე გვარამიას შემდეგი რეპლიკა მოჰყვა: „ეს ცივილიზებულად მოხდა“? რატომ მოხვედით?“

„მინდა იმ ადამიანებთან შეხვედხრა, ვინც ჩართულია კომპანიის ყოველდღიურ მენეჯმენტში. ვისაუბროთ და განვსაზღვროთ ხვალიდან რას ვაკეთებთ.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, მათ საქმიანობაში არ ვერევი“, - მიმართა სალიამ გვარამიას, რაზეც გვარამიას პასუხი იყო: „არ მაინტერესებს, რაში ერევით“.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ