რუსეთი კოსმოდრომის ასაშენებლად 800 მლნ დოლარს გამოყოფს

რუსეთი კოსმოდრომის ასაშენებლად 800 მლნ დოლარს გამოყოფს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კოსმოდრომი, რომლის მშენებლობა 2015 წელს დასრულდება, რუსეთს კოსმოსის ათვისებაში დამოუკიდებლად მუშაობის საშუალებას მისცემს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ კოსმოდრომის მშენებლობის დასაფინანსებლად თანხმობა უკვე განაცხადა.

"ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კოსმოდრომ "აღმოსავლურის" სრულმასშტაბიანი მშენებლობის დასაწყებად, უახლოეს სამ წელიწადში, 24,7 მლრდ რუბლი (809 მლნ დოლარი) გამოყოს", - განაცხადა პუტინმა.

ახალი კოსმოდრომი ამურის რაიონში, ქალაქ უგლეგორსკის სიახლოვეს აიგება. აქამდე კოსმოსის ათვისებისთვის რუსები კოსმოდრომ "ბაიკანურით" სარგებლობდნენ, რომელიც ყაზახეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

"იმედი მაქვს, "აღმოსავლური" სამოქალაქო დანიშნულების პირველი ნაციონალური კოსმოდრომი გახდება, რომელიც რუსეთს კოსმოსურ საქმიანობაში სრულ თავისუფლებას მიანიჭებს", - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ახალი კოსმოდრომი ყველა პერსპექტიულ კოსმოსურ პროექტს უზრუნველყოფს. გეგმის თანახმად, კოსმოდრომიდან პირველ პილოტირებულ კოსმოსურ ხომალდს 2018 წელს გაუშვებენ, ფრენები მთვარისა და მარსის მიმართულებით განხორციელდება.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა