ავტორი:

ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალმა წინანდლის მამულში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა (ფოტო)

ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალმა წინანდლის მამულში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა (ფოტო)

კახეთი საქორწინო დღესასწაულებისთვის სულ უფრო მიმზიდველი მხარე ხდება, საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს საქართველოს ულამაზეს რეგიონში მხოლოდ ქართველები არ აღნიშნავენ, აქ ხშირად იხდიან ქორწილს უცხოელები და ასევე შორეულ ემიგრაციაში მყოფი წყვილები. გუშინ წინანდალში ქართველი რომანტიკოსის ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალის ანასტასია სამფსიდის ქორწილი შედგა.

ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლები შორეულ ემიგრაციაში მრავალი წლის წინ წავიდნენ, თუმცა, ანიკო ჭავჭავაძის ქალიშვილმა, მისი ქორწინებისთვის ზუსტად ის ადგილი შეარჩია, რომელიც მისი დიდი ბაბუის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელს ატარებს - წინანდალი.

ალექსანდრე ჭავჭავაძე 1786 წელს დაიბადა სანკტ-პეტერბურგში, 1799 წელს კი მამასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ჭავჭავაძეების ოჯახი გიორგი მეთორმეტეს მეფედ კურთხევას დაესწრო, რის შემდეგაც გარსევან ჭავჭავაძე რუსეთში აღარ დაბრუნდა და ოჯახთან ერთად კახეთში დასახლდა. სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერაც იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას... წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები ქორწილიდან

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ