"ფარნბორო 2010"-ის საერთაშორისო ავიასალონზე ამერიკულმა კომპანიამ Raytheon-მა ახალი ლაზერული იარაღი წარმოადგინა, რომელსაც თვითმფრინავებისა და უპილოტოების ჩამოგდება შეუძლია.
სისტემა CIWS-ის გამოყენება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა საზენიტო საშუალებებთან ერთად. ასევე განიხილება მისი სამხედრო თვითმფრინავებზე დამონტაჟების შესაძლებლობა.
მწარმოებელი კომპანიის მონაცემებით, CIWS მყარი მინაბოჭკოვანი ლაზერული იარაღია, რომლის სიმძლავრე 50 კილოვატს შეადგენს. მისი საშუალებით უპილოტო საფრენი აპარატების, რაკეტებისა და საშუალო ზომის გემების განადგურება შეიძლება.
ცდების დროს ლაზერით სხვადასხვა სიმაღლესა და მანძილზე მფრინავი ოთხი "უპილოტოს" ჩამოგდება წარმატებით მოხერხდა. საბოლოოდ, მისი მოქმედების მანძილი 3,2 კმ-ით განისაზღვრა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.