ავტორი:

ვინ არის ნიკოლოზ ენუქიძე, რომელმაც "თი­ბი­სი ბან­კის ჯგუ­ფში" მამუკა ხაზარაძე ჩაანაცვლა

ვინ არის ნიკოლოზ ენუქიძე, რომელმაც "თი­ბი­სი ბან­კის ჯგუ­ფში" მამუკა ხაზარაძე ჩაანაცვლა

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებთან დაკავშირებით "თიბისი ბანკის ჯგუფმა" განცხადება გაავრცელა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამეთვალყურეო საბჭომ დაუყოვნებლივ დანიშნა თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე.

განცხადების მიხედვით, არჩევანი ენუქიძეზე გაკეთდა მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე.

ნიკოლოზ ენუქიძე სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი 2013 წლიდანაა.

ენუქიძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში, არის საქართველოს და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. 1993 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1996 წელს კი მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) დიპლომი მერილენდის უნივესტიტეტში.

ენუქიძე იყო კორპორატიული ფინანსების მმართველი დირექტორი Concorde Capital-ში, უკრაინის წამყვან საინვესტიციო ბანკში; ასევე, 4 წლის მანძილზე იყო ABN AMRO-ს კორპორატიული ფინანსების დირექტორის თანაშემწე ლონდონში; ასევე, რესტონში, ვირჯინიაში Global One Communications LLC-ის ბიზნესის განვითარების უფროსი მენეჯერი; მან სამი წელი იმუშავა ABN AMRO-ს მოსკოვის ოფისში, კორპორატიულ ფინანსებში.

ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ნიკოლოზ ენუქიძე გახდა "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ის იმ ადამიანებს შორის იყო, ვისაც წამყვანი როლი ეკავა ბანკის ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებულად გასვლაში - ეს იყო პირველი საწყისი საჯარო შეთავაზება კავკასიაში, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა.

2008 წელს ენუქიძე დაინიშნა "საქართველოს ბანკის" საბჭოს თავმჯდომარედ და ბანკს უძღვებოდა საერთაშორისო და ლოკალური ფინანსური კრიზისი პერიოდში.

ენუქიძე, როგორც Nine Oaks Advisors-ის დამფუძნებელი, არის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პროექტების ინვესტორი და ფინანსური მრჩეველი. 2011 წლიდან ის ასევე, არის TMM Real Estate Development PLC – 2007 წლიდან გერმანიის საფონდი ბირჟაზე განთავსებული უკრაინული უძრავი ქონების განვითარების კომპანიის - სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორის და აუდიტის კომიტეტის წევრი. ხოლო 2014 წლიდან არის სააქციო საზოგადოება კავკასიის მინერალების სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარე.

აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელების თანამდებობები დატოვეს. როგორც ხაზარაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, თანამდებობებზე მანამდე არ დაბრუნდებიან, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ