ავტორი:

ქართველი ქალი, რომელსაც ტოსკანაში ზეთისხილის ბაღები აქვს

ქართველი ქალი, რომელსაც ტოსკანაში ზეთისხილის ბაღები აქვს

"17 წელიწადია, იტალიაში ვარ და აქედან 14 წელიწადია, ზეთისხილი მომყავს", - გვეუბნება ნანა ხაჭაპურიძე, ხონელი ქალი, რომელიც კულინარიული შოუს - "სამზარეულოს ომების" მაყურებელმა თავის ვაჟთან, შოთასთან ერთად გაიცნო. ქალბატონი ნანა წლებია, უცხოეთში ცხოვრობს და საქმიანობს.

საქართველოდან 2004 წელს იტალიაში გაემგზავრა. უცხოეთში ჩასულმა სამართალმცოდნემ და პედაგოგმა ყველაფრის სწავლა თავიდან დაიწყო, რადგან მიხვდა, სხვაგვარად არაფერი გამოუვიდოდა. დღეს აქვს თავისი ფირმა, სახლი ფლორენციაში, მამული ტოსკანაში და ბაღის გაშენების სურვილიც გაუჩნდა...

- იტალიასა და საბერძნეთში ზეთისხილს ოქროს შემცვლელს, "მწვანე ოქროს" უწოდებენ. სანამ ამ მცენარეს ხელს მოჰკიდებ, უნდა იცოდე, სად გააშენო, რა ნიადაგზე, რა ჯიშის და როგორ მოუარო. სპეციალურ ადგილზე გაშენებული და მოყვანილი ძალიან ძვირი ღირს და მისი ერთი ლიტრი ზეთი შეიძლება 20 ევროდაც გაიყიდოს. ფასი ჯიშების მიხედვით ედება.

იტალიაში, ჩემს საბუღალტრო ფირმაში ბევრი ადამიანი გავიცანი - ჩვენი კლიენტები, რომლებსაც ზეთისხილის დიდი ბაღები ჰქონდათ. ამ საქმემ ძალიან დამაინტერესა. როგორც ქართველი, ყურძნითაც ვიყავი დაინტერესებული, თუმცა ვაზის გაშენება ზეთისხილზე ძვირი აღმოჩნდა.

ზეთისხილის მოვლა ძალიან რთული არ არის, არც პრობლემური, თუმცა ბევრი სამუშაო კია. ნაყოფი წვრილია და მის მოკრეფას დიდი დრო უნდა. სამი რამ არის გასათვალისწინებელი: სანამ ნერგებს შეიძენთ, მიწა უნდა დამუშავდეს, მომზადდეს; არ უყვარს ნესტიან-ჭაობიანი ადგილი, მშრალ ნიადაგში თავს უკეთ გრძნობს.

წყალიც უყვარს, მაგრამ ნიადაგი რაც შეიძლება ნაკლებად ნესტიანი უნდა იყოს. ის უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით კალციუმს, მაგალითად, კირს. ზეთისხილი უნდა დავრგოთ შემაღლებულ ადგილებზე, გორაკებზე, ოღონდ სწორ ნიადაგზე და ზღვის დონიდან არა უმეტეს 800 მ-ისა. ნერგებიც კარგად უნდა აირჩეს (გააჩნია, ნაყოფს რისთვის ვიყენებთ - კონსერვისთვის, ზეთისთვის თუ სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების დასამზადებლად).

ზეთისხილი ბევრნაირი არსებობს. მე მაქვს ისეთი, რომლისგან ზეთს ხდიან, ანუ ბერძნული, ძალიან მსხვილი, ასევე საშუალო ზომისაც. ნაყოფს მაშინ ვკრეფთ, როცა მწვანე შეფერილობა აქვს. ბაღი 15 ჰექტარზეა გაშენებული და რამდენიმე ათასი ძირია. მანძილი ორ ხეს შორის 5 მეტრია, რადგან ბუჩქად იზრდება და ერთმანეთს ხელი უნდა არ შეუშალოს.

- ტოსკანის კლიმატი, ალბათ, ზედგამოჭრილია ზეთისხილისთვის

- ტოსკანა ისეთი ზონაა, როგორიც საქართველოში იმერეთი. იმ დასახლებას ბუტი ჰქვია, სულ მთიან-ბორცვიანი ადგილებია და ზეთისხილი ხარობს. მშრალი, ოდნავ ნესტიანი ჰავაა, როგორც საქართველოს დასავლეთში, მაგრამ რადგან გორაკებზეა, ტერასები გვაქვს გაკეთებული. ნერგს მოსამაგრებლად პირველ ეტაპზე წყალი მეტად სჭირდება. მნიშვნელოვანია მათი გაკრეჭა-ფორმირებაც. ლამაზი ფორმა უნდა მივცეთ, რომ გრძელი და უფორმო არ გაიზარდოს. გამრავლება და დარგვა შემოდგომით ხდება. მიწას მაის-ივნისში ვამზადებთ.

მაქვს პატარა სანერგეც, სადაც დავიწყე ისეთი რამ, რაც საქართველოში ვნახე - მიწას პლასტმასის ბოთლებში ჩავყრით, ღეროს ჩავრგავთ და დაფესვიანდება. ეს ჩვეულებრივი ძირია, ნაყოფსაც გვაძლევს. იტალიელები სანახავად რომ მოდიოდნენ, ყველას უკვირდა.

ნანა ხაჭაპურიძე ოჯახთან ერთად

- რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც სოფლის მეურნეობაში საქართველოში მუშაობენ?

- ეს არაჩვეულებრივი სფეროა! ვისურვებდი, საქართველოში მიწები ისე დაუმუშავებელი არ იყოს, როგორც ახლა. რომ ვუყურებ, გული მიკვდება. ქართველები ხშირად ამბობენ, რომ შრომობენ, მაგრამ არ უფასდებათ. თუ ქვეყნის განვითარება გვინდა, პირველ რიგში, სახელმწიფომ სოფლის მეურნეობას უნდა შეუწყოს ხელი. საფრანგეთსა და იტალიაში დაუმუშავებელ და მოცდენილ მიწას ვერ ნახავთ. ხალხს ხელს უწყობენ. თუ გლეხს, ფერმერს ასეთი მხარდაჭერა არ ექნა, არაფერი გამოვა. მათთვის ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. განა საქართველოში არ შეიძლება ზეთისხილის ბაღების გაშენება? ყველგან მოდის, კლიმატიც ხელს უწყობს.

იტალიაში ემიგრანტი ვიყავი, მაგრამ ნაკვეთის შეძენისას დაბრკოლება არ მქონია. იქ მე იტალიელებს ვამუშავებ. საქართველოშიც შეიძლება ვინმე ჩამოვიდეს, აიღოს ნაკვეთი. აქაც შეიძლება ასეთი რამ - დაასაქმონ ქართველები წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ