ავტორი:

ფოტოები მესტიიდან, სადაც ადიდებულმა მდინარემ ავტომანქანები და საავტომობილო ხიდები წაიღო

ფოტოები მესტიიდან, სადაც ადიდებულმა მდინარემ ავტომანქანები და საავტომობილო ხიდები წაიღო

მესტიაში რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლეხზირის ხეობაში, დიდი რაოდენობის ნატანი მასალის მდინარე მესტიაჭალაში ჩადინებამ მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა განაპირობა. ჭალაადის მყინვარის მიმდებარე ტერიტორია დაფარულია ნატანი მასალით, განადგურებულია რამდენიმე ავტომანქანა, საავტომობილო ხიდი და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა.

ასევე, მერიის ცნობით, დაზიანებულია „წრნიაშიდან“ წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალის ორი მილი, რომლებიც ამარაგებენ დაბა მესტიას სასმელი წყლით, ამ დროისთვის დაბა მესტიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

"სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაზიანების ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ. ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან მხოლოდ სასაზღვრო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. ამ დროისთვის დაბა მესტიაში ისევ გადაუღებლად წვიმს," - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ