ავტორი:

"მძღოლს გაუფრთხილებია, რომ ღია კაბინაზე დაჯდომა სახიფათო იყო" - თუშეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილებს შორის მამა და ორი შვილია

"მძღოლს გაუფრთხილებია, რომ ღია კაბინაზე დაჯდომა სახიფათო იყო" - თუშეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილებს შორის მამა და ორი შვილია

27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშავი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 არასრულწლოვანი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ ხუთმა ადამიანმა.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან ასევე გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მძიმე წუთებში თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ".

როგორც ცნობილია, სატვირთოში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებლები იყვნენ. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებლად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ოჯახის სამი წევრი, მამა შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი გაგა და ლევან შაბალაიძეები არიან. აქედან ერთი, გაგა შაბალაიძე არასრულწლოვანია. ასევე გარდაცვლებს შორისაა სატვირთოს მძღოლი ზაურ გიგოიძე.

"12 ადამიანით და პროდუქტით დატვირთულ მანქანას, რომელიც რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, 30 წლამდე მამაკაცი მართავდა, მას მოსახლეობა გაუფრთხილებია, რომ მსგავსი ტიპის მანქანით პირველად მიდიოდა ამ გზაზე და ღია კაბინაზე დაჯდომა საფრთხის შემცველი იყო. თუმცა როგორც სოფელში მეუბნებიან გზადაგზა ხალხი ემატებოდა" - უყვებიან AMBEBI.GE-ს სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებლები.

ავარიის შედეგად ხევში ჩავარდნილების სამძებრო სამუშაოები დღეს განახლდა. პროცესში შესაძლოა დამატებითი ტექნიკის ჩართვა გახდეს საჭირო. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, Ambebi.ge-ს განუცხადა გუშინ ღამით, ოთხი გარდაცლილი პროზექტურაში გადაასვენეს, ორი ადამიანის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. ერთი გარდაცლილი კი, რომელიც სატვირთოს ქვეშ არის მოყოლოლი, მისი გამოყვანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით მოხდება. შესაძლოა სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც ჩართვა გახდეს საჭირო.

27 ივლისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვებაზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარ ფოტოზე: ლევან შაბალაიძე, გაგა შაბალაიძე და ზაურ გიგოიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ