ავტორი:

ეგზოტიკური ზაფხული "ბომონდისგან" - "მინი ჯუნგლები", სიურპრიზებით სავსე წვეულება და ცნობილი სახეები

ეგზოტიკური ზაფხული "ბომონდისგან" - "მინი ჯუნგლები", სიურპრიზებით სავსე წვეულება და ცნობილი სახეები

მინი ჯუნგლები, უამრავი საჩუქარი, გართობა და თავგადასავლებით სავსე საღამო - ჟურნალმა „ბომონდმა“ წვეულება Exotic Summer გამართა და სტუმრებს სასტუმრო „ბილტმორის“ "აზურა ბარში" უმასპინძლა.

ღონისძიება დიზაინერ ლაშა დევდარიანის აღმოსავლური სტილის კოსტიუმების ჩვენებით დაიწყო, რომელშიც სამოდელო სააგენტო "ნატალის" მოდელები მონაწილეობდნენ. მათ ვიზუალზე კი "თეკო შენკენის მაკიაჟის" სტუდიამ იზრუნა.

ღონისძიების ყველა კუთხეში სტუმრებს ეგზოტიკური სანახაობა ელოდათ - მინი ჯუნგლები, თუთიყუშები და მაიმუნები, მოცეკვავეები და პერკუსიონისტები, რომლებმაც ცეცხლოვანი შოუ მოუწყვეს სტუმრებს და ცეკვაში აიყოლიეს, ასევე ეგზოტიკური ხილის კუთხეები, ჰიპერმარკეტ "გუდვილისგან", ყვავილების მაღაზია "ანემონემ" კი მცენარეების ულამაზესი მწვანე კედლით, ჯუნგლების ეფექტი შექმნა ღონისძიებაზე.

გათამაშდა უამრავი საჩუქარი, რომელიც ჟურნალ "ბომონდის" პარტიორებმა დააწესეს.

ღონისძიების სპონსორები იყვნენ: კომპანია Laima Lux, რომელიც ბრენდ Gold Well-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ასევე, სახის მოვლის გერმანული ბრენდი - "ფარმა ჰიალურონი", რომელიც ექსკლუზიურად წარმოდგენილია "ავერსის" სააფთიაქო ქსელში და ფრანგული ფარმაცეფტული კომპანია "სერვიე", რომელიც გელ "სედრალექსით" იყო წარმოდგენილი.

საღამოს მთავარი პარტნიორი კატარის სახელმწიფოს ხუთვარსკვლავიანი ავიაკომპანია Qatar Airways იყო, რომელმაც მალაიზიის კუნძულ ლანგკავის მიმართულებით ორი ბილეთი გაათამაშა. გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელი თამარ სტეფანიშვილი გახდა.

ჟურნალ "ბომონდის" წვეულებამ ნამდვილ ეგზოტიკურ გარემოში ჩაიარა და სტუმრები თავგადასავლებით სავსე სამყაროში ამოგზაურა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს