ავტორი:

ხვალიდან 40 გრადუსამდე დაცხება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ხვალიდან 40 გრადუსამდე დაცხება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ხვალ მთელ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთსა და დასავლეთში იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ-ში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა.

მისივე თქმით, ხვალ დედაქალაქში ტემპერატურა მოიმატებს.

ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია +35+40 გრადუსი, მთაში +33+38 გრადუსი, მაღალმთაში +25+30 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +33+38 გრადუსი იქნება, მთაში - +29+34 გრადუსი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი, 7-12 მ/წმ-ში. ტემპერატურა ხვალ დღის განმავლობაში +37 გრადუსი იქნება.

31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს, ზოგან, როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთში ქარის სიჩქარე 10-15 მ/წმ-ში იქნება. ამასთან, ზოგ ადგილას დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება ქარი 17-22 მ/წმ-მდე.

რაც შეეხება ტემპერატურას, 31 ივლისს და 1 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27+32 გრადუსი იქნება, მთაში +26+31 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალ მთაში- +23+28 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში +32+37 გრადუსი, მთაში +28+33 გრადუსი, მაღალ მთაში +20+25 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება თბილისს, 31 ივლისს +36 გრადუსი იქნება, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ-ში, დღის მეორე ნახევარში დროგამოშვებით შესაძლოა ქარის სიჩქარე 17-22 მ/წმ-მდე გაიზარდოს. უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 1-ელ აგვისტოსაც, ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ