ავტორი:

"ათ-ათი ლარი რომ შეკრიბოთ, ყველგან გაახარებთ ბავშვებს..." - თბილისში, ერთ-ერთ ეზოში საცურაო აუზი დადგეს

"ათ-ათი ლარი რომ შეკრიბოთ, ყველგან გაახარებთ ბავშვებს..." - თბილისში, ერთ-ერთ ეზოში საცურაო აუზი დადგეს

თბილისში, ერთ-ერთ ეზოში ბავშვებს საცურაო აუზი დაუდგეს, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ აკა სინჯიკაშვილი წერს.

„ერთ-ერთ ეზოში ბავშვებს, რომლებიც თბილისში არიან, საცურაო აუზი დავუდგით. რამდენი უბანია თბილისში, ათ-ათი ლარი რომ შეკრიბოთ, ყველგან გაახარებთ ბავშვებს. ვერც წარმოიდგენთ რა ბედნიერები არიან არ დაგეზაროთ, არაფერი არ უნდა ამის გაკეთებას.

ეს ამბავი ეძღვნება გარდაცვლილი დიტო ტატიშვილის ხსოვნას, რომელმაც შარშან ზაფხულში, თავის უბნის ბავშვებს დაუდგა ეზოში აუზი და მთელი უბანი გააბედნიერა.

გაახარეთ ბავშვები, ამაზე ბედნიერი საყურებელი არაფერი არ არის ,“ - წერს სინჯიკაშვილი „ფეისბუქზე“.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს