ავტორი:

7 სექტემბერს, „ბლექ სი არენაზე“ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

7 სექტემბერს, „ბლექ სი არენაზე“ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

7 სექტემბერს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ბლექ სი არენაზე“ გაიხსნება, 8 სექტემბერს კი ონსა და ამბროლაურში გადაინაცვლებს.

„ბლექ სი არენას“ დირექტორის ტატო ხარჩილავას თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ადამიანმა შეძლოს ფესტივალზე დასწრება და ამიტომ ბილეთის ფასი იქნება ათი ლარიდან ოცდაათ ლარამდე.

ფესტივალზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, როგორც საქართველოდან, ასევე საფრანგეთიდან და იტალიიდან.

როგორც ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს ქართული და უცხოური ანსამბლების ერთად შესრულებული სიმღერები.

„გვეყოლება სტუმრები უცხოეთიდან, ძალიან საინტერესო ჯგუფები საფრანგეთიდან და იტალიიდან, რომელიც ძალიან ჰგავს ქართულ ტრადიციულ მრავალხმიანობას. ვფიქრობ, რომ ეს კონცერტი იქნება ძალიან საინტერესო, შეიძლება ითქვას, უფრო საინტერესო, ვიდრე წინა კონცერტები“,- განაცხადა დონაძემ.

ამასთან, რაჭაში ასევე გაიმართება აგრო ფესტივალი, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს შეეძლებათ თავიანთი პროდუქტის წარმოჩენა.

„ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალთან ერთად, იქნება აგროფესტივალიც, მეწარმეები, რომლებიც თავიანთ პროდუქტს ქმნიან როგორც ღვინოს, ასევე სხვადასხვა სოფლის მეურნეობის ნიმუშებს, წარმოდგენილი იქნებიან ამ ფესტივალზე, რომელიც ყველასთვის იქნება ძალიან საინტერესო“,- განაცხადა დონაძემ.

რეჟისორ ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის თქმით, ფესტივალი გამდიდრებული იქნება შოუს ელემენტებით.

„ბლექ სი არენა“ ტექნიკურად გვაძლევს დიდ საშუალებას, რომელიც ქართულ სიმღერას და ცეკვას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. ვაპირებთ ყველა სიმღერას თემატურად შევუსაბამოთ ისეთი კლიპები, რომლებიც მოყვებიან იმ პატარა ისტორიას, რომელსაც თვითონ სიმღერა ყვება“,- განაცხადა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება