საქართველოს NBA-ის ლეგენდა დირკ ნოვიცკი სტუმრობს. იგი ფაჩულიას მოწვევით ჩვენს ქვეყანაში ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩამოვიდა.
3 აგვისტოს კი ზაზა ფაჩულიას აკადემიას ესტუმრა და ბავშვებს საკუთარი კარიერის რამდენიმე საინტერესო დეტალი მოუთხრო. მათ შეკითხვებზეც უპასუხა და ვიდრე საქმე ავტოგრაფამდე მივიდოდა, უზარმაზარი ტორტი გაჭრა. ტორტს ზედ დირკი და ზაზა ეხატა.

ბოლოს ჟურნალისტებისთვისაც მოიცალა და, ვიდეოში შეგიძლიათ, ინგლისურ ენაზე მოისმინოთ, რა თქვა მან საქართველოზე, ქვემოთ კი თარგმანს გთავაzობთ:
- რამდენიმე დღეა, საქართველოში ვარ. ზაზა დიდებული მასპინძელია, ქართველი ხალხიც ძალიან თბილი და კეთილმოსურნეა, დიდი გული აქვს.
- ამერიკაში ზაზა ფაჩულია ბევრს მიამბობდა თავის სამშობლოზე, ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესოა საქართველოს კულტურასთან უშუალო შეხება...წაიკითხეთ სრულად და ნახეთ ვიდეო