ავტორი:

ჰეიდი კლუმის რომანტიკული ქორწილი იტალიაში - რა ფოტოს აქვეყნებს სუპერმოდელი

ჰეიდი კლუმის რომანტიკული ქორწილი იტალიაში - რა ფოტოს აქვეყნებს სუპერმოდელი

ჰეიდი კლუმმა და ტომ კაულიცმა ჯვარი დაიწერეს - რომანტიკული ცერემონიალი შაბათს იტალიაში, კაპრიზე შედგა.

46 წლის სუპერმოდელმა ქორწილიდან პირველი ფოტო „ინსტაგრამზე“ გააზიარა.

„მისტერ და მისის კაულიცები,“ - დაწერა კლუმმა ფოტოს კომენტარად, სადაც ჩანს, რომ ყვავილებით მორთულ ულამაზეს იახტაზე ახალდაქორწინებულები ერთმანეთს კოცნიან.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ 29 წლის ტომი და 46 წლის ჰეიდი რამდენიმე თვის წინ საიდუმლოდ უკვე დაქორწინდნენ, იტალიაში კი რომანტიკული ცერემონიით ქორწინება მეორედ აღნიშნეს.

წყვილმა იტალიაში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ერთი კვირა გაატარა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს