ავტორი:

"თუ არ გამოუშვებთ, ჩვენი ოჯახი დაიღუპება" - 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის მეუღლე მთავრობას მიმართავს

"თუ არ გამოუშვებთ, ჩვენი ოჯახი დაიღუპება" - 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის მეუღლე მთავრობას მიმართავს

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის - ლევან ჯიქურის მეუღლე მთავრობას მიმართავს დაკავებულის გათავისუფლების თხოვნით. მარი ჯიქურის თქმით, 31 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და მის მცირეწლოვან შვილსა და ავადმყოფ მეუღლეს, მის გარდა არავინ ჰყავთ დამხმარე:

"მე ვარ მარი, ლევან ჯიქურის მეუღლე. ჩემი ქმარი 20 ინვისის აქციის გამო არის დაჭერილი უდანაშაულოდ, სხვებთან ერთად. არ მინდა საზოგადოება დავღალო ჩემი გაჭირვების მოსმენით, მაგრამ ამით ვცდილობ როგორმე ხმა მივაწვდინო მთავრობას, რომ გამოუშვან ჩემი ქმარი.

მინდა გაიგონ, რომ ის არცერთ პარტიას არ ეკუთნის. ფიზიკურად და სულიერად უკვე ძალიან ცუდად ვარ, როდესაც ვუყურებ ჩემს 7 წლის ანამარიას რომელიც ყოველდღე კითხულობს მამას და ტირის და ჩემს დედიკოს, რომელსაც ჯამრთელობა ხელს არ უწყობს, რადგან ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ვცდილობ, მაგრამ ვეღარ ვახერხებ თავის ხელში აყვანას. არ ვიცი რა გავაკეთო, ვის მივმართო, სასოწარკვეთილი ვარ.

ლევანის გარეშე ძალიან გვიჭირს, ის არის ჩვენი მარჩენალი. ჩემი ავადმყოფობის და მრავალი ოპერაციის მიუხედავად, ვცადე ფიზიკურად მემუშავა ჩემი ოჯახისათვის, ჩემი შვილის გადასარჩენად, მაგრამ ძალიან ცუდად გავხდი, ვერ შევძელი. ლევანის არ გამოშვებით ჩვენი ოჯახი დაიღუპება. ეკონომიურად უკიდურეს მდგომარეობაში ვართ და არც არავისი იმედი მაქვს ჩემი ქმრის გარდა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი ოჯახის გასაჭირი და გამოუშვათ ლევანი ჩვენი ოჯახის გადასარჩენად" - წერს დაკავებულის მეუღლე.

ლევან ჯიქური ერთ-ერთია, ვინც 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ის და სხვა პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

"1989 წელს დაბადებული ლ. ჯ., რომელიც სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში" - ვკითხულობთ ჯიქურის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს