ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ წყლის დისპენსერის შესახებ - რჩევები, რომ აპარატში ნადები და ბიოლოგიური შრე არ წარმოიქმნას

რა უნდა ვიცოდეთ წყლის დისპენსერის შესახებ - რჩევები, რომ აპარატში ნადები და ბიოლოგიური შრე არ წარმოიქმნას

იცოდით, რომ დღეში 5 ჭიქა წყლის მიღება 45%-ით ამცირებს მსხვილი ნაწლავის, 79%-ით კი მკერდის სიმსივნის რისკს? წყალი ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების პროდუქტიულ მუშაობას, აუმჯობესებს საკვების მონელების პროცესს, გამოჰყავს ტოქსინები. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სასმელად უვარგის წყალს ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია და ამ დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონს აჭარბებს.

საქართველოში წყლის გამწმენდ სათაო ნაგებობებში ხშირ შემთხვევაში სათანადოდ და ხარისხიანად იწმინდება სასმელი წყალი, მაგრამ ქსელები, რომლითაც მოსახლეობას მიეწოდება სასმელი წყალი უმეტეს შემთხვევაში ამორტიზებულია და მათი სანდოობა კითხვებს აჩენს.

ამიტომ, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ქარხნული წესით დამუშავებული და დაფასოვებული სასმელი წყალი. ამ მხრივ გამორჩეულია ე.წ. დისპენსერის 19 ლიტრიანი ბალონით წყლის მოხმარების მზარდი ტენდენცია, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია თავად დისპენსერის სისუფთავის მონიტორინგი, რადგან დროთა განმავლობაში აპარატში წარმოიქმნება, როგორც მექანიკური ნადები, ასევე ბიოლოგიური შრე, რომელიც სხვადასხვა მიკროორგანიზმებით აბინძურებს წყალს. ამ შემთხვევაში დისპენსერის სანიტარული დამუშავება 6 თვეში ერთხელ აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

როგორ დავამუშაოთ დისპენსერი სახლის ან ოფისის პირობებში ნადების მოსაცილებლად.

- 200 გრ. ლიმონმჟავა გავხსნათ 10 ლიტრ წყალში. სითხე ჩავასხათ დისპენსერში და ჩავრთოთ აპარატი სითხის სრულ გაცხელებამდე, შემდეგ, ვთიშავთ აპარატს და ვტოვებთ 5-6 სთ-ის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ სითხეს სრულად ჩამოვღვრით და გამოვრეცხავთ სუფთა წყლით. უფრო საფუძვლიანი და დეტალური გაწმენდა სასურველია მიანდოთ პროფესიონალს.

საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ოფისებსა და სამსახურებში წყლის დისპენსერების განთავსების მზარდი ტენდენცია. ამ მხრივ განვითარდა მომსახურების სერვისებიც, მაგალითად ბაზარზე ოპერირებს ონლაინმარკეტი, რომელიც ყველაზე სწრაფ მიწოდების სერვისს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

GramPak Georgia უკვე 10 წელია წარმატებით მოღვაწეობს სადისტრიბუციო სფეროში და ამარაგებს სახელმწიფო და კერძო კომპანიებს 2000-ზე მეტი დასახელების პროდუქციით: საკანცელარიო საქონელი, საოფისე ქაღალდი, ქიმია/ჰიგიენა, სამეურნეო პროდუქცია, კვება და სასმელი. კომპანიისთვის ახალ ექსპრესს მომსახურებას წარმოადგენს დისპენსერის წყლის დისტრიბუცია, რაშიც ის კონკურენტულ პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს:

წყლის იმავე დღეს მიწოდება, ფასდაკლებები კორპორატიული დამკვეთებისთვის, აქციები და შეთავაზებები ახალი კლიენტებისთვის. კომპანია მზად არის მომხმარებლებს გაუწიოს ის მომსახურებაც, რომელიც მეტად მნიშნველოვანია ჯანმრთელობისთვის - დისპენსერის აგრეგატის გაწმენდა/პროფილაქტიკა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მონიტორინგი. წყალი, რომელსაც კომპანია რეალიზაციას უწევს აბსოლუტურად შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და მისი უსაფრთხოების მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია. შესაბამისად მომხმარებელი იღებს, როგორც იმ პროდუქტს, რომელიც ასე მნიშნველოვანია მისი ყოველდღიურობისთვის, ასევე სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას.

(R)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ