ავტორი:

"შვილის დაბადება მომილოცა ზუსტად ისე, როგორც ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა" - გიორგი გახარიამ თანამშრომელ გოგონას სამშობიაროში მიაკითხა

"შვილის დაბადება მომილოცა ზუსტად ისე, როგორც ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა" - გიორგი გახარიამ თანამშრომელ გოგონას სამშობიაროში მიაკითხა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრის თანამშრომელი ნინო ინაიშვილი, რომელსაც მესამე შვილი შეეძინა, შს მინისტრმა მოინახულა. როგორც ინაიშვილი "ფეისბუქზე' წერს გიორგი გახარია მასთან მოულოდნელად მივიდა და პატარას დაბადება მიულოცა.

"აგვისტოს ეს კვირა ყველაზე განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემთვის. ახლა უკვე სამნი ვართ ოჯახში. დაიბადა ალექსანდრე, უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მივიღე ახლობელი ადამიანებისგან, და ამ ყველაფერს დღეს დაემატა ემოცია, რომელიც სურათებზე ვერ აღიბეჭდა. ჩემი პალატის კარები შემოაღო და შვილის დაბადება მომილოცა ადამიანმა, რომელიც აქამდე მხოლოდ სამსახურში მინახავს, თანაც ზუსტად ისე, როგორც ჩემი უახლოვესი ადამიანები ამ დღეების მანძილზე ახერხებდნენ. ჩემი მინისტრი, რომელიც აქამდე მხოლოდ სამსახურში მინახავს შემოვიდა და მომილოცა ალექსანდრეს დაბადება. მადლობა ყველას ჩემი ბედნიერების გაზიარებისთვის" - წერს ინაიშვილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ