ავტორი:

ნორვეგიაში უცნობმა მეჩეთში ცეცხლი გახსნა, ბრაზილიაში ღამის კლუბში კი ხუთი ადამიანი მოკლეს - ახალი ამბები მსოფლიოს ქვეყნებიდან

ნორვეგიაში უცნობმა მეჩეთში ცეცხლი გახსნა, ბრაზილიაში ღამის კლუბში კი ხუთი ადამიანი მოკლეს - ახალი ამბები მსოფლიოს ქვეყნებიდან

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოსთან ახლოს, მეჩეთში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. თვითმხილველების ინფორმაციით, მეჩეთში შესულ თეთრკანიან მამაკაცს თან ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე სახეობა ჰქონდა.

დამნაშავემ შუშის კარი შეანგრია და უმისამართო სროლა დაიწყო. შედეგად, შენობაში მყოფი 75 წლის მამაკაცი დაიჭრა. მეჩეთში მყოფმა ადამიანებმა შეიარაღებული ადამიანის გაუვნებელყოფა თავად მოახერხეს და პოლიციის მოსვლამდე ჰყავდათ დაკავებული.

მომხდარის მოტივების შესახებ არაფერია ცნობილი. ხელისუფლების ინფორმაციით, თავდამსხმელი ნორვეგიის მოქალაქეა, რომელიც ამ ქვეყანაში დაიბადა და მეჩეთის მახლობლად ცხოვრობს.

იტალიის პოლიციამ ერაყელი მიგრანტი დააკავა, რომელიც წმინდა პეტრეს მოედანზე, ვატიკანში თავის დაწვას ცდილობდა და ანთებულ სანთებელას იქნევდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი იტალიაში თავშესაფარს ითხოვს.

მათივე ცნობით, მამაკაცი აღგზნებულ და გაუწონასწორებელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მამაკაცის გაუვნებელყოფის ოპერაციას ტურისტებსა და მომლოცველებს შორის დაძაბულობა არ გამოუწვევია.

ბრაზილიის სამხრეთით, ქალაქ მოსტარდასში შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი ღამის კლუბში შეიჭრა და დაწესებულების მომსახურე პერსონალისა და კლუბის სტუმრების მისამართით ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ოთხი კი დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

შეიარაღებულ პირებს სახე დაფარული ჰქონდათ. მათ თან წაიღეს გარდაცვლილთა პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები და საფულეები.

პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილები, შემთხვევის ადგილიდან, 220 კილომეტრში მდებარე ქალაქ პორტუ-ალეგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დანაშაულის ჩადენის მოტივი არ სახელდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"