ავტორი:

ფესტივალ ECHOWAVES-ზე ახალი სცენები დაემატა

ფესტივალ ECHOWAVES-ზე ახალი სცენები დაემატა

ფესტივალ Echowaves-ზე სიახლეა. წელს ფესტივალს რამდენიმე ახალი სცენა შეემატა. არტისტების მოსმენა მსმენელს 8 სხვადასხვა სთეიჯზე შეეძლებათ. ესენია:

• WAVE STAGE – ფესტივალის მთავარი სცენა - ჰაუსი, ტექ-ჰაუსი, ტექნო და ცოცხალი შესრულებები;

• TAIYO STAGE – ჰაუს მუსიკის სცენა;

• BOX STAGE – ტექნო მუსიკის სცენა;

• OCTAGON STAGE - ტექ-ჰაუსისა და მელოდიური ტექნოს სცენა;

• ZION SUN SETS STAGE – ცოცხალი მუსიკისა და ჩილაუთ მუსიკის სცენა;

• BEATS, RHYMES & LIFE STAGE – ჰიპ-ჰოპის, ფანკისა და რეგის სცენა;

• ISLAND STAGE – After party სცენა, ფესტივალის ტერიტორიის გარეთ, კუნძულზე;

• TREEBAL STAGE – ფსიქოდელიური ტრანსის სცენა.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი ანაკლიაში, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით იმართება. ამ კვირაში შესაძლებელი გახდება დღიური ბილეთების გაყიდვაც. ასევე ცნობილი გახდება ბილეთის საბოლოო ფასი.

ამ დროისათვის კი ცნობილია იმ არტისტების სია, რომლებიც წელს ანაკლიაში, მსმენელის წინაშე წასრდგებიან. ორგანიზატორების თქმით, მათ კიდევ რამდენიმე სახელი დაემატება. ამ დროისთვის კი LINE UP ასე გამოიყურება:

NINA KRAVIZ / BEN KLOCK / CLAPTONE / RODHAD / ADRIATIQUE / DJ TENNIS

KiNK live / DAX J / RED AXES / HVOB live/clubset / JOHN TALABOT / GIORGIA ANGIULI live BOSTON 168 / TOMMY FOUR SEVEN / PLAID live

ALICAN / ANDREY PUSHKAREV / ARCHIE HAMILTON / ARMEN MIRAN / ATMOS / BORIS

BAHRAMJI & MEDUSA ODYSSEY live / EELKE KLEIJN / ETAPP KYLE / LEHAR / MATHAME MURAT UNCUOGLU / MUSUMECI / NU / 박혜진 PARK HYE JIN / PETRE INSPIRESCU

ROSSKO / ROY ROSENFELD / RYAN ELLIOTT / SAMA' / SHDW & OBSCURE SHAPE / STOJCHE TICON / TIJANA T / TOM TRAGO / VALENTINO KANZYANI / VRIL live / YOKOO

ACIDWAVE / ADDITIVV / ASPITH / BACHO / BERO / BREATHDUB / BUNBECK / CESTLEK / CHVARE DARIA ZET / DIMITREE / DJ FLIP / DJ GOCE / DJ SUSPECT / DJ TURNE / DM3 / DOCUMENTAL

ELLARGE / ENDORPHINS / FUNICULAR live / GEORGE EFFE / GIO SHENGELIA / INFEST / JD J / KASSRA KATANA / L8 / MARCUSS MOZZY / NOXIRON / OBRI & ZEN / OOGWAY / RAMJIN

SIDARTHA SILICEO & ANIA live / SINOPTIK MUSIC live / STIMMHALT / TEOM TOMMA / VAKHO / ZURKIN

ფესტივალ Echowaves-ის შესახებ

Echowaves ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელმაც 2018 წლის აგვისტოში დაიდო ბინა შავი ზღვის სანაპიროზე - კურორტ ანაკლიაში. ის 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალმა გასულ წელს წარმატებული სტარტი აიღო და 150-მდე დიჯეის და 10000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.

ის მალევე გახდა ცნობილი მასშტაბურობითა და დადებითი შეფასებებით როგორც რეგიონში, ასევე ევროპულ ქვეყნებში და 2018 წლის საუკეთესო ახალი ფესტივალის ნომინაციის შორთლისთშიც აღმოჩნდა. მოხვდა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში და 27 000 000-მდე უცხოელს გააცნო საქართველო.

ფესტივალის მიზანია რეგიონისთვის დახმარების გაწევა კულტური და ეკონომიკური დონის განვითარების თვალსაზრისით და ტურისტებისთვის მიმზიდველი ღონისძიების ჩატარება. მუსიკის გარდა ფესტივალი მოიცავს სპორტს, ფიზიკურ აქტივობებს და სხვა თეატრალურ, კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება