ავტორი:

"ცამდე მიყვარხარ, ყველაფერი შენით გაიჟღინთა იმდენი სიყვარული დატოვე!" - რა წერილები მიიღო "გოგიჩას" ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ

"ცამდე მიყვარხარ, ყველაფერი შენით გაიჟღინთა იმდენი სიყვარული დატოვე!" - რა წერილები მიიღო "გოგიჩას" ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე გარდაცვლილი მეუღლის, ცნობილი ტელეწამყვანის - გიორგი გოგიჩაიშვილის შესახებ "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტებს წერს და იმ წერილებსა და სამძიმრის ბარათებს ავრცელებს, რომლებიც "გოგიჩას" გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა მიიღო უცნობი თუ ნაცნობი ადამიანებისგან:

"ვიკრიბებით... არც ამ დღის სახელს ვამბობ და არც ადგილს, იმიტომ რომ არაფერს ვცნობ! არც უშენობას ვცნობ, უბრალოდ არ ვიცი სად ხარ და იცი შენ, რომ ასეთ დროსაც არასდროს დამირეკავს შენთვის "სად ხარ", ან "როდის მოხვალთქო"... ჰოდა ასეა ახლაც... სათაურები არ ცვლის გარემოებას, არც ერთი არ ვგიჟდებოდით "ხელშესახებზე", სამაგიეროდ გვქონდა ყველაზე მეტი და მარტო ჩვენი, ერთგული მეგობრები, ჩვენი სასაუბრო ენა, რომელიც მარტო ჩვენ გვესმოდა, თამაში რომელიც მარტო ჩვენ ვიცოდით...

ტკივილიც, რომელიც მარტო ჩვენ შევძელით დღესასწაულად გვექცია, მე შენთვის ვცეკვავდი, ვმღეროდი, თან არცერთი რომ არ გამომდის, მაგრამ შენ გიხაროდა და მეც მიხაროდა. ასე ვიგებდით ამ ჩუმ ბრძოლაში თითო დღეს... და არც მაშინ ვცნობდი, რომ ის მოგებული დღე იმავდროულად წაგებაც იყო... არ დამთავრებულა, თუ ისევ განიცდიო... ისევ გესაუბრები და ისევ ისე მიყვარხარ.

როგორც კი უცებ უშენობის შემეშინდება, მაშინვე უეცრად სიყვარულის დიდი ტალღა მოდის და ვგრძნობ და ზუსტად ვიცი, რომ შენ მიგზავნი სხვისი გულით ამ ულევ სითბოს...

როგორი ხარ... ყველგან ხარ და აბა რანაირად დავიჯე რომ შენ... მიყვარხარ და იცოდე არ ვცნობ სხვა რეალობას... სახლში ახალი სათამაშო გაქვს ზუსტად ვიცი რომ იცი და გაგიხარდა...

კიდევ გაგახარებთ შენ არ მოიწყინო კარგიი პრრრუუუ. ცამდე მიყვარხარ, ყველაფერი შენით გაიჟღინთა იმდენი სიყვარული დატოვე!

მადლობთ თქვენ მეგობრებო, ყველა თქვენთაგანს წამის მეასედისთვისაც, რომელიც ამ სიკეთის სიცოცხლისთვის გვაჩუქეთ. არ მოიწყინოო პრუუუუ, მანდაც ხომ ბევრი სიკეთის ადამიანი დაგხვდა..." - წერს ნათია ბანძელაძე.

სამძიმრის წერილები, რომლებიც ოჯახმა "გოგიჩას" გარდაცვალების შემდეგ მიიღო, ძალიან ემოციურია - მასში უცნობი თუ ნაცნობი ადამიანები უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულს გამოხატავენ ცნობილი ტელეწამყვანის, ბავშვების საყვარელი "გოგიჩას" მიმართ.

ერთ-ერთი წერილი ცნობილ ქართველ პედაგოგსა და ფსიქოლოგს შალვა ამონაშვილს ეკუთვნის:

"საქართველოს ბავშვთა ხალისიანი ცხოვრება გოგიჩას შემოქმედებითა და სიყვარულით იყო გასხივოსნებული. მან გულითადობის, სიმამაცის, კეთილშობილების საუცხოო მაგალითი დაუტოვა დიდსაც და პატარასაც. მე ვიცნობდი გოგიჩას, მიყვარდა, დიდად ვაფასებდი და ვაფასებ მის შემოქმედებას. თავს ვიხრი მისი ნათელი სულის წინაშე" - წერს ცნობილი პედაგოგი წერილში.

კიდევ ერთ წერილში კი, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი უგზავნის ოჯახს, ვკითხულობთ: "ღრმა მწუხარება განვიცადეთ, როდესაც შევიტყვეთ გიორგი გოგიჩაიშვილის, დაუვიწყარი ტელეწამყვანისა და ბავშვების კერპის ნაადრევი გარდაცვალების გამო. საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდის სახელით, მსურს გამოვხატო გულწრფელი თანაგრძნობა. ძალიან ვაფასებთ გიორგი გოგიჩაიშვილის სამსახურს, რომელიც მან გაწია და იმ სიხარულს, რაც უამრავ ქართველ ბავშვს მიანიჭა" - წერია UNICEF-ის წარმომადგენლის წერილში.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს