ავტორი:

პაატა სალიას თქმით, ნიკა გვარამიამ „კურიერის“ უნიკალური საარქივო მასალა მინიმალურ ფასად გაყიდა

პაატა სალიას თქმით, ნიკა გვარამიამ „კურიერის“ უნიკალური საარქივო მასალა მინიმალურ ფასად გაყიდა

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა. მისი თქმით, "კურიერის“ უნიკალური საარქივო მასალა, სხვა კომპანიას გადაეცა ნიკა გვარამიას ხელით.

სალიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე მიიღო.

ახალი დირექტორი ამბობს რომ, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის საარქივო მასალა კომპანია „ინტერმედიას“ მინიმალურ თანხად გადაეცა, ხოლო თავად „ინტერმედიას“ ერთ-ერთი მეწილე (სავარაუდოდ, საუბრობს მიშა მშვილდაძეზე, რომელიც "ფორმულა კრეატივის" ერთ-ერთი დამფუძნებელია და ცნობილია რომ, ისინი ტელევიზიას სწორედ კეზერაშვილთან ერთად ქმნიან) ახალი ტელევიზიის დირექტორად მოიაზრება, რომლის გახსნასაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზარაშვილი აანონსებს.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე, მინიმალურ ფასად მოხდა უნიკალური საარქივო მასალის გაქვითვა. მასალის, რომელიც არის და იყო „კურიერის“ საკუთრება. დღეს ამ მასალაზე უფლება აქვს სხვა კომპანიას, საუბარია „ინტერმედიაზე“, რომლის მეწილეც მოიაზრება ახალი ტელევიზიის გენერალურ დირექტორად.

საინტერესოა, რატომ დადო ამგვარი ხელშეკრულება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, როდესაც ფაქტობრივად გადასცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი მესამე პირს. სავარაუდოდ, მისი (ნიკა გვარამია) ინტერესები იკვეთება“, - განაცხადა პაატა სალიამ.

პაატა სალიას განცხადებით, საარქივო მასალა 1994 წლიდან-2019 წლამდე არსებულ კადრებს მოიცავდა. „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ აღნიშნულ ქმედებაში ნიკა გვარამიას ინტერესები იკვეთება.

"რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორის თქმით, 2015 წლიდან მოყოლებული კომპანიის ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდებოდა, შემოსავლები კი მცირდებოდა, თუმცა ზარალის მიუხედავად კომპანიის მენეჯმენტი ასეულ ათასობით პრემიებს იღებდა.

"წლების განმავლობაში, 2015 წლიდან მოყოლებული, კომპანიის შემოსავლები წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მცირდებოდა მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად იზრდებოდა კომპანიის ხარჯები, სრულიად დაუსაბუთებლად. ათეულ მილიონობით ლარის ზარალის არსებობის პირობებში, კომპანიის მენეჯმენტი იღებდა ასეულ ათასობით პრემიას.

არის ხელმშეკრულებები გაფორმებული, რომლის წაკითხვისაც აუცილებლად დაგებადებათ ეჭვი, რომ მეორე მხარის ინტერესი უფრო მეტია, ვიდრე „რუსთავი 2“-ის. მაგალითად, ვხედავ დავალიანებას კონკრეტული იურიდიული პირების მიმართ რაღაც გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ და ვერავინ მეუბნება, რა არის ეს მომსახურება და სად არის ის კვლევები, რომელთა სანაცვლოდ 600 000 ლარია გადახდილი. ყველაფერი ეს გვაძლევს იმ ეჭვის საფუძველს, რომ წლების განმავლობაში კომპანიის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა.

ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ წლების განმავლობაში მისი ფიდუციური ვალდებულებების გამო, კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ვინაიდან საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უკვე დოკუმენტურად, დადასტურებულად გაიგო, რომ არაფერ შუაში არ არის ყადაღები და მთავარი იყო მიზანმიმართული მოქმედება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ,“ -განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, კომპანიის მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს და იგეგმება ახალი სეზონი.

„ის, რომ მიზანმიმართული მოქმედება იყო „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ და ეს მიზანი უკვე გაცხადებული აქვს ყოფილ გენერალურ დირექტორს, ის საჯაროდ აცხადებს, რომ ასეულობით ადამიანს, რომელიც მისი ყოფილი თანამშრომელი იყო, დატოვებს სამსახურის გარეშე, ანუ გაანადგურებს „რუსთავი 2“-ს . „რუსთავი 2“-ის განადგურება არ მოხდება, დამერწმუნეთ. დღეს მიუხედავად ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებისა, ვაგრძელებთ მუშაობას, ვმუშაობთ ახალი სეზონის სამაუწყებლო ბადეზე. ბევრი გადაცემა წავიდა, მაგრამ სექტემბრიდან „რუსთავი 2“ გავა განახლებული და დატვირთული კონტენტით,“ - განაცხადა სალიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ