ავტორი:

სალია: "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი იღებდა ასეულ ათასობით პრემიას, კომპანიაში მილიონობით ლარის ზარალის პირობებში"

სალია: "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი იღებდა ასეულ ათასობით პრემიას, კომპანიაში მილიონობით ლარის ზარალის პირობებში"

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, წლების განმავლობაში კომპანიის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა. ამის გამო, ახალი მენეჯმენტი სასამართლოს მიმართავს "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

როგორც პაატა სალიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2015 წლიდან მოყოლებული კომპანიაში ზარალის მიუხედავად მენეჯმენტი ასეულ ათასობით პრემიებს იღებდა.

„წლების განმავლობაში, 2015 წლიდან მოყოლებული, კომპანიის შემოსავლები წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მცირდებოდა მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად იზრდებოდა კომპანიის ხარჯები, სრულიად დაუსაბუთებლად.

ათეულ მილიონობით ლარის ზარალის არსებობის პირობებში, კომპანიის მენეჯმენტი იღებდა ასეულ ათასობით პრემიას. არის ხელმშეკრულებები გაფორმებული, რომლის წაკითხვისაც აუცილებლად დაგებადებათ ეჭვი, რომ მეორე მხარის ინტერესი უფრო მეტია, ვიდრე „რუსთავი 2“-ის. მაგალითად, ვხედავ დავალიანებას კონკრეტული იურიდიული პირების მიმართ რაღაც გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ და ვერავინ მეუბნება, რა არის ეს მომსახურება და სად არის ის კვლევები, რომელთა სანაცვლოდ 600 000 ლარია გადახდილი.

ყველაფერი ეს გვაძლევს იმ ეჭვის საფუძველს, რომ წლების განმავლობაში კომპანიის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა.

ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ წლების განმავლობაში მისი ფიდუციური ვალდებულებების გამო, კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ვინაიდან საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უკვე დოკუმენტურად, დადასტურებულად გაიგო, რომ არაფერ შუაში არ არის ყადაღები და მთავარი იყო მიზანმიმართული მოქმედება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ“ - განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, კომპანიის მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს და იგეგმება ახალი სეზონი.

„ის, რომ მიზანმიმართული მოქმედება იყო „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ და ეს მიზანი უკვე გაცხადებული აქვს ყოფილ გენერალურ დირექტორს, ის საჯაროდ აცხადებს, რომ ასეულობით ადამიანს, რომელიც მისი ყოფილი თანამშრომელი იყო, დატოვებს სამსახურის გარეშე, ანუ გაანადგურებს „რუსთავი 2“-ს . „რუსთავი 2“-ის განადგურება არ მოხდება, დამერწმუნეთ.

დღეს მიუხედავად ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებისა, ვაგრძელებთ მუშაობას, ვმუშაობთ ახალი სეზონის სამაუწყებლო ბადეზე. ბევრი გადაცემა წავიდა, მაგრამ სექტემბრიდან „რუსთავი 2“ გავა განახლებული და დატვირთული კონტენტით,“ - განაცხადა სალიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ